четверг, 7 августа 2014 г.

გასვლითი ღონისძიება თბილისში

        ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ცენტრალური  ბიბლიოთეკა  ჩართო  იოსებ  გრიშაშვილის 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებების   ციკლში.

ამ ღონისძიებათა ციკლის გაგრძელებაა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ  იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკამუზეუმში (მესამე კორპუსიმუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარებული  საჯარო ლექციადისკუსია.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ ბიბლიოთეკის სათანადო რეაბილიტაცია, მოვლა და დაცვა ვერ ხერხდებოდა. მისი მძიმე მდგომარეობა ბიბლიოთეკისა და .გრიშაშვილის ქომაგებს, არაერთხელ აღუნიშნავთ. რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება მხოლოდ 2010 წელს გახდა შესაძლებელი, რომელიც ყველასათვის ცნობილმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმაქართუმითავა. სამუშაოები 2010 წლის აგვისტოდან დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
    როგორც ცნობილია, 1960-იან წლებში პოეტმა ანდერძით თავისი უნიკალური ბიბლიოთეკა და ძველი თბილისის ყოფისთვის დამახასიათებელი მრავალი ეთნოგრაფიული ნივთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადასცა. მოგვიანებით იმ პატარა სახლის ნაცვლად  ლამაზი შენობა აშენდა, რომელშიც განთავსებულია იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი. ხარფუხის უბნის იმ პატარა სახლში წლების განმავლობაში გრიშაშვილმა თავი მოუყარა უიშვიათეს წიგნებს და შექმნა ისეთი სოლიდური ბიბლიოთეკა, რომლის მსგავსი საქართველოში სხვა არ არის.
 სწორედ ამ ბიბლიოთეკაში მოწვეული იყო ჩვენი ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველთა ჯგუფი(20მოსწავლე).  ღონისძიებას ესწრებოდნენ  თბილისის მაცხოვრებლებისტუდენ-ტები და სკოლის მოსწავლეებიიოსებ გრიშაშვილის შემოქმედებაზე მომუშავე ექსპერტ-ები. თავდაპირველად ბავშვებს დაათვალიერებინეს  ბიბლიოთეკა-მუზეუმი, კერძოდ,  გრიშაშვილის  უნიკალური ექსპონატები და არტეფაქტები. 
მუზეუმში  დაცული  უნიკალური მასალები მკითხველებს გააცნო მუზეუმის დირექტორმა- ნოდარ გრიგოლაშვილმა.  
 პროექტის ფარგლებში ჟურნალისტმა, პუბლიცისტმა -  პაატა ნაცვლიშვილმა
 წაიკითხა საჯარო ლექცია პოეტის  ცხოვრებისა  და   ძველი  თბილისის შესახებ.
ლექცია ძალიან საინტერესო იყო. ბოლოს, ჩვენმა მკითხველმა-თაკო ნარმანიამ წაიკითხა ი. გრიშაშვილის ლექსი თბილისზე. 
ბავშვები დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკაში, შთაბეჭდილებების წიგნში გაკეთდა ჩანაწერები.
ამავე დღეს განხორციელდა ახალი პროექტის - „მოძებნე ძეგლი ფოტოდან“ - პრეზენტაცია, რომელიც განკუთვნილია გრიშაშვილის ბიბლიოთეკამუზეუმის დამთვალიერებლებისთვის, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტს კონკურსის სახე აქვს და მისი პირობები  დამსწრე საზოგადოებას  გააცნო ნინო პავლიაშვილმა-ღონისძიების ორგანიზატორმა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთ დაურიგდათ ძველი თბილისის სხვადასხვა ადგილების ფოტოები. კონკურსანტებმა უნდა გამოიცნონ ეს ადგილები და ზუსტად იმ ხედით გადაიღონ ფოტო, როგორც ის ძველზეა გამოსახული. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  დავალებად მიცემული თავიანთი  ფოტოებით გადაიღეს სამახსოვრო ფოტო.
    პროექტის დასასრულს მონაწილეთა მიერ გადაღებული ფოტოები თბილისობის დღესასწაულზე გამოიფინება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.
დასასრულ, სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაიღეს  სამახსოვრო სურათები. ბავშვებს დავათვალიერებინეთ თბილისის ღირშესანიშნავი ადილები-რიყის პარკი,  მეტეხი, სამების ტაძარი. 



Комментариев нет:

Отправить комментарий