вторник, 3 февраля 2015 г.

ბიბლიო-2014

    2015 წელიც ტრადიციული ღონისძიებით დაიწყო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.   ამჟამად 28 იანვარს   ჩატარდა „ბიბლიო 2014“ -  წლის საუკეთესო მკითხველების დაჯილდოება.
     ბიბლიოთეკის დირექტორმა, მანანა გვარამიამ, გასული წელი  შეაჯამა და აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკისთვის 2014 წელი ძალზედ ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო. მან ანგარიში პრეზენტაციის ფონზე წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.

    ღონისძიების სლოგანია- „წაიკითხე ბევრი წიგნი, გახდი ჩვენი რჩეული".  წლის საუკეთესო მკითხველის ტიტული ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიცა.
განყოფილების გამგეებმა დაასახელეს თავიანთი განყოფილებიდან საუკეთესო მკითხველები.
      „ბიბლიო-2014“-ს ესწრებოდნენ  წარმომადგენლები ქალაქ ზუგდიდის მერიიდან და საკრებულოდან.
    ღონისძიებაზე  წლის საუკეთესო მკითხველის სტატუსის მფლობელებს სპეციალური სიგელები გადაეცათ. მკითხველებს სიგელები გადასცეს ბიბლიოთეკის დირექტორმა-მანანა გვარამიამ,  საკრებულოს თავჯდომარემ-მერაბ ქვარაიამ,  მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა-ხათუნა დარასელიამ,  საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ-ნათია ფიფია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა-ნინელი ჭითანავამ.
   „ბიბლიო-2014“-ის გამარჯვებულები გახდნენ:
                           აბონემენტის განყოფილება
                                        1. პერტაია  ირაკლი
                                        2. თოფურია  ნოე
                                        3. ქობალია  ნანა
                                        4. ჯგერენაია  ვერიკო
                                        5. ჩუხუა  თათია
                                        6. ხუბულავა  ნათია
                                         7. ბარამია  ნიკა
                                         8. კუკავა  თეონა
                                         9.ჭკადუა  მარიამ  
                                        10.ჭაფანძე  მონიკა
                                        11. ლაგვილავა  ნანა
                                        12. ჯანაშია   თამარ
                                        13.ახალაია  ნანა
                                        14. ცანავა  სოფიო
                                        15.გოგოხია  თეონა
                                        16.წიწავა  ნინო
                                        17.ქაჯაია  ნინო
                                        18. მაკალათია  მალხაზი
                                        19.შონია  ილონა
                                        20.ჭაჭუა  ელდარი
                                        21.თოდუა ნინო
                                        22.შედანია  კესო
                                        23. გვილია  ინგა

                                   საბავშვო განყოფილება 
1.ყურაშვილია ანა
2. ჯინჯოლია ანა
3. კუკავა ანა
4.ალანია უტა
5. კლდიაშვილი მიხეილ
6. ჭითანავა ლუკა
7. ცაცუა ქრისტინა
8. დარასელია ვიქტორია
9.სამუშია ანდრო

         ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსებით 
                                  მომსახურების განყოფილება
1. დაგარგულია ლუკა
2. თენგიზ თოლორაია     

                     დარბაზი
1. კალანდია ლიკა
2. ბერიშვილი ქეთევან   

              ამერიკული კუთხე
1. ჯიქია მარიკა
        ღონისძიებაზე ბიბლიოთეკის მკითხველებმა-მარი სალიამ, მირანდა მარღიამ, დავით დარასელიამ, უტა ალანიამ, ირაკლი  პერტიამ სტუმრებისთვის ლექსებიც წაიკითხეს, 


  მუსიკალური ნომრები შეასრულეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლ „გინცის“ სოლისტებმა-თამარ ლილუაშვილმა, მარიამ იოსავამ, მარიამ აბშილავამ.
 
2014 წელს დაჯილდოვდა 37 მკითხველი, გვყავს ერთი საპატიო მკითხველი-ზვიად კვარაცხელია, რომელიც ვერ ესწრებოდა ღონისძიებას, მაგრამ მეორე დღეს სტუმრად ჩამოსულს (წიგნის პრეზენტაციის ჩასატარებლად) საპატიოდ გადაეცა ეს სიგელი.
     ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და საუკეთესო მკითხველებმა  სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
დასასრულ, ბიბლიოთეკის დირექტორმა და ერთერთმა საუკეთესო მკითხველმა-ლუკა ჭითანავამ დაჭრეს სადღესასწაულო ტორტი.




среда, 27 августа 2014 г.

ტრენინგები თბილისში

       ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ჩართულია პროექტში საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის", რომელიც  IREX-ის მიერ  Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული  და ხორციელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან,  ეროვნულ ბიბლიოთეკასთან  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. მისი მიზანია ისეთი ბიბლიოთეკის მოდელის პილოტირება, რომლის საშუალებითაც სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს სხვადასხვა სახის სერვისები და საჭირო ინფორმაცია.
      თავდაპირველად ბიბლიოთეკების მოდერნიზებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა  და „Beyond Access - ბიბლიოთეკები განვითარების ხელშესაწყობად  დაინტერესებულ პირთა შეხვედრა-ფორუმი გაიმართა იუსტიციის სახლში, რომელზეც მიწვეული იყო ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა  მოხვდა ამ პროექტში. 
ღონისძიების ძირითადი მიზანი ბიბლიოთეკების როლისა და მნიშვნელობის გაზრდისთვის ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება იყო. ფორუმის ფარგლებში შემუშავდა კონკრეტული გეგმები, როგორ უნდა მოხდეს ბიბლიოთეკების მოდერნიზება და ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია.  ამის შემდეგ დაიწყო საპილოტე ბიბლიოთეკების შერჩევა. არჩეულ ოთხ ბიბლიოთეკათა(ხიდისთავი, ხულო, ნუკრიანი, ზუგდიდი)  შორის  ერთ-ერთი ჩვენი ბიბლიოთეკაა.
    პროექტით დაგეგმილია და პერიოდულად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:1. ადგილობრივი თანამშრომლების ტრენინგი  2.ბიბლიოთეკაში მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს შექმნა  3.უფასო ინტერნეტის, კომპიუტერის და სხვა შესაძლებლობების გაჩენა  4. სექტორის მომსახურებების, მათ შორის ონლაინ მომსახურების შეთავაზება.
    პირველი ეტაპი-ტრენინგები  ბიბლიოთეკარებისათვის  23-27 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის "ლიბერთი დარბაზში"   ჩატარდა  და მათ მოწვეული კვალიფიცირებული სპეციალისტები  უძღვებოდნენ. ეს, პროექტით გათვალისწინებული ტრენინგების, მხოლოდ პირველი და ძალზედ მნიშვნელოვანი ფაზაა!
    ტრენინგების პირველ დღეს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა,
 პროექტის შესახებ ისაუბრა ასევე საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა-რუსუდან ასათიანმა.
შემდებ ტრენინგის მონაწილე ბიბლიოთეკარები დაიყვნენ ჯგუფებად, მათ მიეცათ სხვადასხვა სახის დავალებები,

 დღის ბოლოს კი ასევე ჯგუფებში მუშაობით მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები კონკრეტულ დავალებაზე. ხმათა უმრავლესობით საუკეთესოდ დასახელდა მესამე ჯგუფის პრეზენტაცია.    

                                           

                              

 სასწავლო კურსი მოიცავდა 40 საათს  და შემდეგი საკითხების შესწავლას ითვალისწინებდა:
1. შესავალი – პროგრამის მიზნები და ამოცანები 
2. კომპიუტერის საფუძვლები
3. ინტერნეტის საფუძვლები
4. ელ. ფოსტის ეტიკეტი
5. სწრაფი ბეჭდვა
6. გაფართოებული ძიება
7. კომპიუტერის კომპონენტები
8. კომპიუტერის აქსესუარები
9. სოციალური მედია 
10. ციფრული ბიბლიოთეკა (Dspace)
11. ელეტრონული კატალოგი (OpenBiblio)

ტრენინგებს უძღვებოდნენ  კვალიფიცირებული სპეციალისტები:დავით მჭედლიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუსუდან ასათიანი, თინათინ ლაღიძე, ზურაბ ბალანჩივაძე.
ტრენინგის ორგანიზატორებმა ბიბლიოთეკარების თხოვნით მოიწვიეს გურამ თაყნიაშვილი, რომელმაც პასუხები გასცა საბიბლიოთეკო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. 
გაკვეთილებს შორის შესვენების დროს კარგად ვერთობოდით კიდეც. მაგ. ზურა ბალანჩივაძემ   პროექტში მონაწილე ბიბლიოთეკარებს ლექციის კურსის მიღმა თავისი ცნობილი შესრულების მანერით-სტვენით-შეგვისრულა  კლასიკური ნაწარმოებები.
ტრენინგების შემდეგ საღამოობით კარგად ვერთობოდით,  დავსეირნობდით ძველი თბილისის ღირშესანიშნავ ადგილებში,  ვიკრიბებოდით სასტუმროს ფოიეში და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე,  შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს. 
დიდ მადლობას ვუხდით  ყველა ტრენერს, რომელთაც ამ ხუთი დღის განმავლობაში  საინტერესო  ტრენინგები ჩაგვიტარეს,  გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა-გამოცდილება. მადლობა ქალბატონ მანანა სვანიძეს,  ტრენინგების საორგანიზაციო საქმეთა  ხელმძღვანელს,  უშუალო და თბილი დამოკიდებულებისათვის,  ის ყოველდღიურად ჩვენი საზრუნავით იყო დაკავებული და დიდ ყურადღებას გვაქცევდა, გვიქმნიდა მყუდრო და სასიამოვნო გარემოს. 
ტრენინგების დასასრულ, მისი მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.  ბიბლიოთეკარებს სერთიფიკატები გადასცეს  საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა-რუსუდან ასათიანმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ-ქეთი გომელაურმა.
ტრენინგების კურსი გაგრძელდება და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით მას. 
ამ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ჩვენი ბიბლიოთეკის მომავალი განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისა და ჩვენი მოსახლეობისათვის. ჩვენმა ბიბლიოთეკამ ხელი უნდა შეუწყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, ინფორმაციისა და სერვისების, ინტერნეტის   ხელმისაწვდომობას უახლესი ტექნოლოგიებით, ზოგადად, ელექტრონული მმართველობის განვითარებას.