понедельник, 28 июля 2014 г.

ისტორიული ლიტერატურის პრეზენტაცია

     საბიბლიოთეკო კვირეულის   ფარგლებში  სლოგანით „ ჩემი ბიბლიოთეკა- ჩემი სამყაროა“,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური  ბიბლიოთეკის  აბონემენტის  განყოფილებამ  დარბაზში ისტორიული ლიტერატურის პრეზენტაცია მოაწყო.
     წარმოდგენილი  ისტორიული  ჟანრის  წიგნები  მოიცავდა ფართო ისტორიულ პერიოდს-უძველესი  დროიდან    თანამედროვე  ეპოქამდე.
     საპრეზენტაციოდ  შემდეგი  წიგნები  შეირჩა :
1. საქართველოს ისტორია   I-IVტ.
2. ლ. ჯიქია -„1924წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში“
3. ჟამი ხსნისა-ისტორიული მემკვიდრეობა
4. ვ. გურული-„საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ისტორიოგრაფია“
5. მ. სამხარაშვილი-„მატიანე ქართველთა“
6. ზ. ქორთუა-„ქართული სამეფო-სამთავროების  საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან“
7. ფ. ნიკოლაძე-„ქართველები  საფრანგეთისათვის   ბრძოლაში“
8. ჯ. მჭედლიშვილი -„მაჩაბელზე ლეგენდების გარეშე“
  პრეზენტაციაში მონაწილეობა  მიიღეს   ბიბლიოთეკის წამყვანმა სპეციალისტებმა- თეონა შარიამ  და თეა კონჯარიამ, ხოლო მკითხველებიდან-მარი აქუბარდიამ და გვანცა დარასელიამ  მიიღეს.  მათ საზოგადოებას გააცნეს ახალი გამოცემები, მიმოიხილეს  თითოეული წიგნი.
    პრეზენტაცია გახსნა  და აღნიშნული ლიტერატურის მნიშვნელობაზე  ისაუბრა აბონემენტის განყოფილების გამგემ-ინგა ქარჩავამ. 
       ღონისძიებას ერთ-ერთი წიგნის ავტორი-შ. მესხიას  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი   ზაალ ქორთუა ესწრებოდა.  მან ვრცლად ისუბრა  თავისი წიგნის შესახებ, მკითხველებმა ავტორს წიგნის გარშემო კითხვები დაუსვეს.
     პრეზენტაცია უფრო მრავალფეროვანი გახადა მხატვრული ნომრების ჩართვამ.
ბიბლიოთეკის მკითხველმა-ირაკლი პერტიამ(მე-8 საჯარო სკოლის  მოსწავლე) ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილი  „ერი და ისტორია“  წაიკითხა, 
 ნორჩმა მკითხველმა  ლევან  ნარმანიამ  ისტორიული ფოტოკოლაჟის  ფონზე  შოთა ნიშნიანიძის  ლექსი   „ გენეალოგიური ხე“  წაიკითხა.
   პრეზენტაციას  მკითხველები,  მოსწავლეები,  სტუდენტები  ესწრებოდნენ.    ღონისძიების  მხატვრული გაფორმება  ავტომატიზაციის განყოფილებამ  უზრუნველყო(გამგე -ირმა კვირკვია).
   დასასრულს, საზოგადოებას მიესალმნენ კახათის საჯარო სკოლის პედაგოგი-                  მაია მიქენაია და  ბიბლიოთეკის   დირექტორი-მანანა გვარამია.  მსგავსი პროექტების განხორციელება  ხელს  უწყობს წიგნის პოპულარიზაციას, მკითხველების ჩართულობას, მათ დაინტერესებას  ახალი  ლიტერატურით, - აღინიშნა მათ თავიანთ  საუბარში.
დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „ოდიშმა“  გადაიღო რეპორტაჟი ღონისძიების შესახებ.







     

Комментариев нет:

Отправить комментарий