понедельник, 6 февраля 2012 г.

ბიბლიო-2011

     31 იანვარს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ყოველწლიური დაჯილდოება-ცერემონიალი-ბიბლიო-2011(წლის საუკეთესო მკითხველი). ეს პროექტი ერთგვარი ანგარიშია ბიბლიოთეკის მუშაობისა მკითხველებთან, ამასთან ძალზედ სასიამოვნო მომენტი, რადგან ხდება წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური მკითხველების წარდგენა ნომინაციაზე-წლის საუკეთესო მკითხველი და მათი დაჯილდოება სპეციალური სიგელებით.
ღონისძიება უკვე მესამედ ჩატარდა. მას საფუძველი ჩაეყარა 2009წლის 14 იანვარს.
     პროექტის ავტორია-ლარისა როგავა(დირექტორის მოადგილე), ორგანიზატორები:(ლ.როგავა, ი. კვირკვია, ი. ქარჩავა)
   

მკითხველების წინაშე   მოხსენებით წარსდგა ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია.

მან აღნიშნა, რომ 2011წელს ბიბლიოთეკის მკითხველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრებამ ახალი წიგნებით, მომსახურების ფორმების გაუმჯობესებამ, ბიბლიოთეკის ავტომატიზირებამ. სულ ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და მის ფილიალებში 7901 მკითხველი იყო, მათ შორის 1030 ვირტუალური მკითხველი, (FaceBook-ის მეგობრები).
   ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებამ(აბონემენტი, სამკითხველო დარბაზი, ავტომატიზაციის განყოფილება, ამერიკული კუთხე, საბავშვო განყოფილება) და  ბიბლიოთეკის ფილიალებმა დაასახელეს  თავისი რჩეულები.





     2011წელს შეირჩა 27 საუკეთესო მკითხველი. ესენია:




















  1.  დავით გიგანი 
  2. ნანა ჯალღონია
  3. ნინო ქანთარია
  4. ცირა ფიფია
  5. თეიმურაზ ქორთუა
  6. მარიამ გვილია
  7. ჯილდა გვილია
  8. ნათია ზურებიანი
  9. ირმა აკობია
  10. გია საჯაია
  11. თამთა ახალაია
  12. ანა ბერია
  13. ნიკოლოზ ფიფია
  14. სალომე აკობია
  15. ჟანა ლამანძია
  16. ნიკა ლუკავა
  17. არკადი ძაძუა
  18. რუსუდან სხულუხია
  19. ანა ქობალია
  20. ნიკოლოზ ჭურღულია
  21. დავით ჭანტურია
  22. ანა ალანია
  23. ესმა გაბისონია
  24. კესო გეჯუა
  25. ადა გერგედავა(ჭკადუაშის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი)
  26. ია თოდუა(ნარაზენის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი)
    წლის საუკეთესო მკითხველები საზოგადოებას გააცნეს და მათზე გულთბილად ისაუბრეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა(ი.ქარჩავა-აბონემენტის განყოფილების გამგე, ნ. სიჭინავა-სამკითხველო დარბაზის განყოფილების გამგე, ი. კვირკვია-ავტომატიზაციის განყოფილების გამგე, ნ. კუხალეიშვილი-საბავშვო განყოფილების გამგე, ს. თოდუა-ამერიკული კუთხის კოორდინატორის ასისტენტი).





   წლის საუკეთესო მკითხველების გარდა ბიბლიო-2011-მ  გამოავლინა წლის საპატიო მკითხველი. ამ სიგელით ბიბლიოთეკა აჯილდოებს ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს ბიბლიოთეკასთან(და არა კონკრეტულად ერთი წლის განმავლობაში).



   ზურაბ ცხონდიასა და კოტე ჭილაიას შემდეგ წლის საპატიო მკითხველის წოდება მიენიჭა ვახტანგ კვარაცხელიას.
   ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, ჩვენი მკითხველები.


   ძვირფასო მკითხველებო! იაქტიურეთ, მოდით ბიბლიოთეკაში, იკითხეთ წიგნები! ბიბლიო-2011 დამთავრდა, მაგრამ წინ ბიბლიო-2012-ია.:))))