18 ნოემბერს ზუგდიდის არტ გალერეაში გაიხსნა გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს ქართულ-ევროპული ურთიერთობების ხანგრძლივსა და საინტერესო ურთიერთობებზე მოუყვება. გამოფენის ორგანიზატორები არიან ეროვნული ბიბლიოთეკა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.
ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა ევროპის დღის აღსანიშნავად მომზადდა და მას პირველად თბილისელები 2012 წლის მაისში გაეცნენ.ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალები: ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები და დოკუმენტები.
„გამოფენის წარმატებამ თბილისში გადაგვაწყვეტინა, იგი დანარჩენ საქართველოსაც ვაჩვენოთ, ამ გამოფენით სწორედ იმის თქმა და ჩვენება გვსურს, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტებიც ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი და განუყოფელი ნიმუშებია.“ - ყვება გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია.
''მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რადგან გამოარჩია ჩვენი ქალაქის საზოგადოება და ქართულ-ევროპული ურთიერთობების საინტერესო ფურცლები გადაგვიშალეს თვალწინ, მადლობა მათ, რადგან თავიანთ პროექტებში რთავენ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას,''-განაცხადა პრესასთან საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მანანა გვარამიამ.
გამოფენის გახსნას თან ერთვოდა მოხსენებები ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე. მოხსენებებსა და დისკუსიებს უძღვებოდნენ ექსპერტები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან. |
გიორგი საბანაძე |
ჟანა ქვათაძე გიორგი კილაძე |
ციური კოჭლაშვილი ემზარ ჯგერენაია ღონისძიება ევროპის დღის აღსანიშნავად ტარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ერთი კვირა გამოფენა რჩება ზუგდიდში. შემდეგ კი ქუთაისსა და ახალციხეში გადაინაცვლებს. ძვირფასო ზუგდიდელებო და ჩვენი ქალაქის სტუმრებო, მობრძანდით არტ გალერეაში და დაათვალიერეთ ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი საინტერესო გამოფენა. http://info9.ge/?l=G&m=1000&id=9645 |
Комментариев нет:
Отправить комментарий