пятница, 16 ноября 2012 г.

ცოცხალი ბიბლიოთეკა-სახეები

   „ცოცხალი ბიბლიოთეკა“  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ტრადიციულ ღონისძიებათა რიცხვს მიეკუთვნება. წელს იგი მეორედ ჩატარდა  და კვლავ საზოგადოების დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამას მოწმობს  ჩვენი ბიბლიოთეკის შთაბეჭდილების წიგნში გაკეთებული ჩანაწერები. ზოგიერთ მათგანს შემოგთავაზებთ:


 
  


















      ღონისძიების მიმდინარეობის განმავლობაში ჩვენმა მოხალისეებმა ცენტრალური ქუჩის სხვადასხვა ადგილებში  გაავრცელეს   ბუკლეტები და დააინფორმირეს  გამვლელ-გამომვლელი. დაინტერესებული მკითხველი კატალოგიდან ირჩევდა სასურველ  ''ცოცხალ წიგნს'' და მიდიოდა მასთან.


     ორი საათის განმავლობაში  ზუგდიდის ცენტრალურ სკვერში დაინტერესებული მკითხველი გაესაუბრა ცოცხალ წიგნებს ანუ ადამიანებს, რომელთა პირადი თუ პროფესიული საქმიანობა მისაბაძი და საინტერესოა ყველასათვის.  იყვნენ ისეთებიც, რომელთა ხედვა გარკვეულწილად  ინოვაციაა  ჩვენი ქალაქის  სივრცისათვის.  „ცოცხალი წიგნების  სტატუსით მოწვეული ადამიანები“-მოძღვარი,  უცხოელი მოხალისე მასწავლებელი,   ცოტნე დადიანის დარბაზი,  პანტომიმის მსახიობი,  უცხოელების კოორდინატორი,  წიგნის მოყვარული(მკითხველი),  მრავალშვილიანი დედა პირისპირ ესაუბრებოდნენ მკითხველებს შერჩეულ თემატიკაზე. 
ცოტნე დადიანის დარბაზი
მრავალშვილიანი დედა
წიგნის მოყვარული(მკითხველი)

 ღონისძიების მიზანი-ახალგაზრდებს მივაწოდოთ ზეპირი საინტერესო ინფორმაცია, პირადი საუბრებით ჩამოვუყალიბოთ შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით-წარმატებით  განხორციელდა. 
      ბიბლიოთეკარებმა  გააფორმეს  40  ახალი  მკითხველი.  განსაკუთრებით ჭარბობდნენ ახალგაზრდები,  იყვნენ შორიდან მოცქირალნიც:)),  მაგრამ იმედია მომავალში  ისინიც მოერგებიან ამ  ფორმატს.  მკითხველთა დიდი რაოდენობა ჰყავდა  მოძღვარს, პანტომიმის მსახიობსა და უცხოელ მოხალისე მასწავლებელს. 
პანტომიმის მსახიობი
დეკანოზი ანდრია კემულარია
მოხალისე უცხოელი მასწავლებელი

     დავაწესეთ სიგელი, რომელიც გადაეცა ყველაზე აქტიურ მკითხველს(ვინც მეტ  „ცოხალ წიგნს  წაიკითხავდა).
     მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც  ცოცხალი წიგნების სტატუსით თავიანთი ცოდნა და გამოცდილება უანგაროდ  გაუზიარეს ჩვენს მკითხველებს. 
     მადლობა მათ! დეკანოზ ანდრია კემულარიას,  პიტერ ბოჰანს, ზეინაბ თოდუას,  გრიშა ეხვაიას,  გიორგი ქობალიას,  ირაკლი  გულუასა და ანი მალანიას! 
     მადლობა ჩვენს  მოხალისეებს-ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველებს-თამარ  ქირიას, მარიამ ქარჩავასა და დათა ციკუტანიას აქტიური თანამშრომლობისათვის!
     ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი პრესისა და ტელერადიოკომპანიების  მიერ.




 http://odishi.ge/sainformacio-sazogadoeba/866-7-cocxali-biblioteka-saxeebi.html
http://www.facebook.com/pages/ZugdidilibTV/356009437807362?ref=hl



Комментариев нет:

Отправить комментарий