четверг, 1 ноября 2012 г.

მობილური ბიბლიოთეკა მუშაობას აგრძელებს

      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის პროექტ-„მობილური ბიბლიოთეკ“-ის მუშაობა აქტიურ ფაზაშია.
   31 ოქტომბერს კომბინატის დასახლებას ვეწვიეთ.  ბიბლიოთეკარები ჩვეული რეჟიმით შეუდგნენ  მუშაობას.
მალე  მკითხველებიც გამოჩნდნენ.

  ქალაქის სამ  დაშორებულ ტერიტორიაზე-ფაიფურში,  ენგურქაღალდკომბინატისა და
ე. წ. „პრესოვკის“  დასახლებებში  დანიშნულ დღეს გველიან მკითხველები. მათ რიცხს კი დღითი-დღე ემატება ახალი მკითხველი.
     უკვე გვყავს აქტიური  მკითხველები, რომლებიც თავიანთ უბანში ჩვენს ინფორმატორებად ითვლებიან. მაგალითად, ზემოთაღნიშნულ დასახლებაში ჩვენი  ინფორმატორები არიან ძმები-დიმიტრი და   გაბრიელ  გულუები. მათი თანაკლასელებისა  და მეზობელი კორპუსების ბავშვების დაინტერესება მობილური ბიბლიოთეკით  მათი დამსახურებაცაა.
       პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსახლეობაში, ისინი კმაყოფილებითა და მადლიერების გრძნობით აღნიშნავენ ამ პროექტის შედეგებზე.
 ასე რომ, „მობილური ბიბლიოთეკა“ აგრძელებს მუშაობას.  წინ კიდევ ბევრი საინტერესო დღე გველოდება!:)
    

Комментариев нет:

Отправить комментарий