вторник, 8 мая 2012 г.

საჯარო ლექცია ბიბლიოთეკაში

     30 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე-„იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი-კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი“.
კორცხელის ტაძარი
      ღონისძიების ორგანიზატორია აბონემენტის განყოფილება(განყოფილების გამგე-ინგა ქარჩავა).

    მან აღნიშნა, რომ მომავალშიც გაგრძელდება ლექციების კურსი  პოლიტოლოგიაში, ხელოვნებათმცოდნეობასა და  სამოქალაქო განათლებაში.
     ლექცია წაიკითხა ზუგდიდის  დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფონდის მცველმა-ფერიდე აფაქიძემ.
ერიდე აფაქიძე
       მან  ისაუბრა ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის ამ ერთერთი მნიშვნელოვანი ტაძრის ისტორიაზე, მუზეუმის ფონდიდან წარმოადგინა და დიდ ეკრანზე იქნა ნაჩვენები საინტერესო ცნობები, წერილები, უწყებანი, ხატები, რომლებიც ადასტურებენ  კორცხელის ტაძრის სიდიადესა და ბრწყინვალებას.
        კორცხელის ღმრთისმშობლის ეკლესია შეწირული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის.  ცნობილია, რომ ლევან II დადიანი ამ ძველ ქართულ მონასტერზე ზრუნავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მისი რესტავრაციისათვის საჭირო თანხებიც გაიღო.
     ლექციას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები.
დეკანოზი ანდრია კემულარია

 











დეკანოზი მალხაზ ჭანტურია


 











        














 
 

     


      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  საჯარო ლექციით დაიხურა ბიბლიოთეკის კვირეული.   აღსანიშნავია, რომ 30 აპრილი საქართველოს ბიბლიოთეკარის დღეა. ბიბლიოთეკის კვირეულის ბოლო დღე დაემთხვა ჩვენთვის ამ ღირშესანიშნავ დღეს, რომელიც დირექციამ საზეიმო ვითარებაში მოგვილოცა.

     ბიბლიოთეკა  ერთი კვირის მანძილზე ძალიან საინტერესო და შინაარსიანი სახით წარსდგა თავისი მკითხველების წინაშე.

http://livepress.ge/ka/site/news/2404/ბიბლიოთეკის-კვირეულის-ბოლო-დღე-ზუგდიდში.htm





 
     

Комментариев нет:

Отправить комментарий