понедельник, 7 мая 2012 г.

სკოლა, მედია, ბიბლიოთეკა

      სკოლა, მედია, ბიბლიოთეკა ჩვენი ბიბლიოთეკის ახალი პროექტია. ის ითვალისწინებს ქალაქისა და რაიონის  მოსწავლე-ახალგაზრდობის შეხვედრებს პრესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, ჩატარდება მედია-გაკვეთილები, ბავშვები ახლოს გაეცნობიან ბიბლიოთეკის ყოველდღიურ საქმიანობას.
      27 აპრილს, ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში,  ჩატარდა  მეორე შეხვედრა. ამჯერად ჩვენს ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ აფხაზეთის მე-14  საჯარო სკოლის VIII-X კლასის მოსწავლეები.
   ნანი სიჭინავამ(დარბაზის განყოფილების გამგე) დაათვალიერებინა ბავშვებს ბიბლიოთეკის ძირითადი მომსახურების განყოფილებები,
შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაინაცვლეს სამკითხველო დარბაზში, სადაც  გაკეთდა პრეზენტაცია ბიბლიოთეკის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ბიბლიოთეკის ვებგვერდსა და ბლოგებზე(პრეზენტატორი-ირმა  კვირკვია), ჟურნალ-გაზეთებსა და მათ როლზე  ისაუბრა ზეინაბ მორგოშიამ(სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი).
    ბავშვებს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია, მან გააცნო ბავშვებს ბიბლიოთეკის ისტორია, ესაუბრა ბიბლიოთეკის სერვისებზე.
   სამადლობელი სიტყვა წარმოსთქვა სკოლის პედაგოგმა-ია ესართიამ.
ბავშვებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები.
    მწიგნობართა ასოციაციის სახელით ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ მინიატურული წიგნები. საღამომ საინტერესოდ ჩაიარა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий