4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის ელკლუბის პრეზენტაცია.
პროექტის კოორდინატორია ავტომატიზაციის განყოფილების გამგე-ირმა კვირკვია.
ის დამსწრე საზოგადოებას სლაიდ-შოუს საშუალებით ესაუბრა ელექტრონულ ბიბლიოთეკებზე ქართულ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონულ წიგნებზე, მათ მნიშვნელობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
21-ე საუკუნემ, ინტერნეტის განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საუკუნემ, თითქოს უკანა პლანზე გადასწია ჩვეულებრივი წიგნები და მეტი მოთხოვნა ელექტრონულ წიგნებზეა.
განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა რამდენიმე ბიბლიოთეკაზე-საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბიბლიოთეკა(http://www.nplg.gov.ge), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა(http://elibrary.emis.ge), ლიბ.ჯე-პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ათიათასზე მეტ ორიგინალურ და ნათარგმნ ლიტერატურას.(http://lib.ge) ასევე პირველ ქართულ ელექტრონულ მაღაზიასა და ქართულ ელექტრონულ რიდერზე. (lit.ge).
ცენტრალური ბიბლიოთეკის ელკლუბის შექმნა შედგა პრეზენტაციის კონკურსით- „ჩემი სკოლის ბიბლიოთეკა“. ავტომატიზაციის განყოფილების მკითხველებმა-I, II, III და IX საჯარო სკოლის მოსწავლეებმა-წინასწარ მოძიებული ფოტო თუ ტექსტური მასალებით მაყურებლის თვალწინ ააწყვეს და წარმოადგინეს თავიანთი სკოლის ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. მათ გამოავლინეს გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

IX საჯარო სკოლის გუნდი |
ბავშვების მუშაობა შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ-მ. გვარამია(ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი), ლ.როგავა(ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე), მ. ხორავა, მ. სამუშია(ჟურნალისტები).
კონკურსის მონაწილეები მომავალში ჩვენი ბიბლიოთეკის Facebook-ზე შექმნილი მკითხველის გვერდის ინფორმატორები იქნებიან და წარმართავენ მის მუშაობას. საუკეთესო პრეზენტაციის ავტორებმა კი პირველი ინფორმატორის უფლება მოიპოვეს.
მონაწილე გუნდები:
- I საჯარო სკოლის გუნდი(თამარ ქირია, მარიამ შეროზია, ქრისტინე ხვიტია, ლელა ყორშია)
- II საჯარო სკოლის გუნდი(ნინი კვეკვესკირი, ქრისტინა ქებურია, ანა ციმინტია)
- III საჯარო სკოლის გუნდი(ელენე კიკალია, ნინო ლაცუზბაია, ნანო ქარდავა)
- IX საჯარო სკოლის გუნდი(გიორგი ქარჩავა, ქრისტინე ქაჯაია, მონიკა კუტალია, მაკა გაბელია, ლიკა თორდია, ლონდერ ჯახაია)
IX საჯარო სკოლის გუნდი |
I საჯარო სკოლის გუნდი |
II საჯარო სკოლის გუნდი |
ჟიურიმ გამარჯვებულად სცნო III საჯარო სკოლის გუნდი.
III საჯარო სკოლის გუნდი |
გუნდებს გადაეცათ სერთიფიკატები ამ პროექტში მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულ გუნდს საუკეთესო პრეზენტაციისათვის.
დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა ბუკლეტები ქართული და მსოფლიო ელექტრონული ბიბლიოთეკების სიებითა და მისამართებით.
ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში ჩატარდა გამოკითხვა-რომელი მირჩევნია წავიკითხო-ელექტრონული თუ ჩვეულებრივი წიგნი? დარბაზის უმრავლესობამ ჩვეულებრივი წიგნი აირჩია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარები და პედაგოგები, ჩვენი მკითხველები.
Комментариев нет:
Отправить комментарий