вторник, 29 мая 2012 г.

მინიატურული წიგნები

           ცენტრალური  ბიბლიოთეკის  აბონემენტის  ფონდში  მრავალი

 მინიატურული  წიგნია დაცული, როგორც    ქართულენოვანი, ისე 
 უცხოური.  ასეთი  წიგნები  დიდი   იშვიათობაა   და ზოგიერთი  მათგანი  ფასდაუდებელია. 
       ფონდში  არსებული  მინიატურული  წიგნები  წარმოდგენილია
 ქართველი კლასიკოსების : დ. გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის,  იაკობ
გოგებაშვილის,  ვაჟა-ფშაველას, ნიკო  ლორთქიფანიძის , ნ. დუმბაძის,
მუხრან მაჭავარიანის, არჩილ სულაკაურის,  ქართველ   მეფეთა პოეზიის
და  სხვა მრავალთა სახით. 
      ასევე მკითხველისთვის  ინტერესმოკლებული  არ იქნება  „ქართული
ხალხური მედიცინის  საგანძურის“ ორტომეულის მინიატურული
გამოცემა.  ამ პატარა   წიგნებსაც  შეუძლია  ააღელვოს,  გამოიწვიოს სიხარულის  ემოციები  ადამიანში   და  დააინტერესოს   მკითხველი. 









   

пятница, 11 мая 2012 г.

ბიბლიოთეკის ელკლუბი

     4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და  ცენტრალური  ბიბლიოთეკის ელკლუბის პრეზენტაცია. 

   პროექტის კოორდინატორია ავტომატიზაციის განყოფილების გამგე-ირმა კვირკვია.  
     ის დამსწრე საზოგადოებას სლაიდ-შოუს საშუალებით ესაუბრა  ელექტრონულ ბიბლიოთეკებზე  ქართულ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონულ წიგნებზე, მათ მნიშვნელობაზე  კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. 



     








21-ე  საუკუნემ, ინტერნეტის განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საუკუნემ, თითქოს უკანა პლანზე გადასწია ჩვეულებრივი წიგნები და მეტი მოთხოვნა ელექტრონულ წიგნებზეა.

     განსაკუთრებით ყურადღება  გამახვილდა რამდენიმე ბიბლიოთეკაზე-საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბიბლიოთეკა(http://www.nplg.gov.ge),  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული  წიგნების ბიბლიოთეკა(http://elibrary.emis.ge), ლიბ.ჯე-პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ათიათასზე  მეტ ორიგინალურ და ნათარგმნ ლიტერატურას.(http://lib.ge) ასევე პირველ ქართულ ელექტრონულ  მაღაზიასა და ქართულ ელექტრონულ რიდერზე. (lit.ge). 
       ცენტრალური ბიბლიოთეკის ელკლუბის შექმნა  შედგა  პრეზენტაციის კონკურსით- „ჩემი სკოლის ბიბლიოთეკა“.  ავტომატიზაციის განყოფილების მკითხველებმა-I, II, III და  IX საჯარო სკოლის მოსწავლეებმა-წინასწარ მოძიებული ფოტო თუ ტექსტური მასალებით მაყურებლის თვალწინ ააწყვეს და წარმოადგინეს თავიანთი სკოლის ბიბლიოთეკის პრეზენტაცია.  მათ გამოავლინეს გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

IX საჯარო სკოლის გუნდი



ბავშვების მუშაობა შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ-მ. გვარამია(ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი),  ლ.როგავა(ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე), მ. ხორავა,  მ. სამუშია(ჟურნალისტები).


კონკურსის მონაწილეები მომავალში ჩვენი ბიბლიოთეკის Facebook-ზე შექმნილი მკითხველის გვერდის ინფორმატორები იქნებიან და წარმართავენ  მის მუშაობას. საუკეთესო პრეზენტაციის ავტორებმა  კი  პირველი ინფორმატორის უფლება მოიპოვეს. 

მონაწილე გუნდები:
  1. I საჯარო სკოლის გუნდი(თამარ ქირია, მარიამ შეროზია, ქრისტინე ხვიტია, ლელა ყორშია)
  2. II საჯარო სკოლის გუნდი(ნინი კვეკვესკირი, ქრისტინა ქებურია, ანა ციმინტია)
  3. III საჯარო სკოლის გუნდი(ელენე კიკალია, ნინო ლაცუზბაია, ნანო ქარდავა)
  4. IX საჯარო სკოლის გუნდი(გიორგი ქარჩავა, ქრისტინე ქაჯაია, მონიკა კუტალია, მაკა გაბელია, ლიკა თორდია, ლონდერ ჯახაია)
IX საჯარო სკოლის გუნდი
I საჯარო სკოლის გუნდი

II საჯარო სკოლის გუნდი
ჟიურიმ გამარჯვებულად სცნო III საჯარო სკოლის გუნდი.
III საჯარო სკოლის გუნდი
გუნდებს გადაეცათ სერთიფიკატები ამ  პროექტში მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულ  გუნდს საუკეთესო პრეზენტაციისათვის.

 



დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა ბუკლეტები ქართული და მსოფლიო ელექტრონული ბიბლიოთეკების სიებითა და მისამართებით. 

ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში ჩატარდა გამოკითხვა-რომელი მირჩევნია წავიკითხო-ელექტრონული თუ ჩვეულებრივი წიგნი? დარბაზის უმრავლესობამ ჩვეულებრივი წიგნი აირჩია. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარები და პედაგოგები, ჩვენი მკითხველები.



          
    

вторник, 8 мая 2012 г.

საჯარო ლექცია ბიბლიოთეკაში

     30 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე-„იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი-კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი“.
კორცხელის ტაძარი
      ღონისძიების ორგანიზატორია აბონემენტის განყოფილება(განყოფილების გამგე-ინგა ქარჩავა).

    მან აღნიშნა, რომ მომავალშიც გაგრძელდება ლექციების კურსი  პოლიტოლოგიაში, ხელოვნებათმცოდნეობასა და  სამოქალაქო განათლებაში.
     ლექცია წაიკითხა ზუგდიდის  დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფონდის მცველმა-ფერიდე აფაქიძემ.
ერიდე აფაქიძე
       მან  ისაუბრა ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის ამ ერთერთი მნიშვნელოვანი ტაძრის ისტორიაზე, მუზეუმის ფონდიდან წარმოადგინა და დიდ ეკრანზე იქნა ნაჩვენები საინტერესო ცნობები, წერილები, უწყებანი, ხატები, რომლებიც ადასტურებენ  კორცხელის ტაძრის სიდიადესა და ბრწყინვალებას.
        კორცხელის ღმრთისმშობლის ეკლესია შეწირული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის.  ცნობილია, რომ ლევან II დადიანი ამ ძველ ქართულ მონასტერზე ზრუნავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მისი რესტავრაციისათვის საჭირო თანხებიც გაიღო.
     ლექციას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები.
დეკანოზი ანდრია კემულარია

 











დეკანოზი მალხაზ ჭანტურია


 











        














 
 

     


      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  საჯარო ლექციით დაიხურა ბიბლიოთეკის კვირეული.   აღსანიშნავია, რომ 30 აპრილი საქართველოს ბიბლიოთეკარის დღეა. ბიბლიოთეკის კვირეულის ბოლო დღე დაემთხვა ჩვენთვის ამ ღირშესანიშნავ დღეს, რომელიც დირექციამ საზეიმო ვითარებაში მოგვილოცა.

     ბიბლიოთეკა  ერთი კვირის მანძილზე ძალიან საინტერესო და შინაარსიანი სახით წარსდგა თავისი მკითხველების წინაშე.

http://livepress.ge/ka/site/news/2404/ბიბლიოთეკის-კვირეულის-ბოლო-დღე-ზუგდიდში.htm





 
     

понедельник, 7 мая 2012 г.

სკოლა, მედია, ბიბლიოთეკა

      სკოლა, მედია, ბიბლიოთეკა ჩვენი ბიბლიოთეკის ახალი პროექტია. ის ითვალისწინებს ქალაქისა და რაიონის  მოსწავლე-ახალგაზრდობის შეხვედრებს პრესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, ჩატარდება მედია-გაკვეთილები, ბავშვები ახლოს გაეცნობიან ბიბლიოთეკის ყოველდღიურ საქმიანობას.
      27 აპრილს, ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში,  ჩატარდა  მეორე შეხვედრა. ამჯერად ჩვენს ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ აფხაზეთის მე-14  საჯარო სკოლის VIII-X კლასის მოსწავლეები.
   ნანი სიჭინავამ(დარბაზის განყოფილების გამგე) დაათვალიერებინა ბავშვებს ბიბლიოთეკის ძირითადი მომსახურების განყოფილებები,
შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაინაცვლეს სამკითხველო დარბაზში, სადაც  გაკეთდა პრეზენტაცია ბიბლიოთეკის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ბიბლიოთეკის ვებგვერდსა და ბლოგებზე(პრეზენტატორი-ირმა  კვირკვია), ჟურნალ-გაზეთებსა და მათ როლზე  ისაუბრა ზეინაბ მორგოშიამ(სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი).
    ბავშვებს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია, მან გააცნო ბავშვებს ბიბლიოთეკის ისტორია, ესაუბრა ბიბლიოთეკის სერვისებზე.
   სამადლობელი სიტყვა წარმოსთქვა სკოლის პედაგოგმა-ია ესართიამ.
ბავშვებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები.
    მწიგნობართა ასოციაციის სახელით ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ მინიატურული წიგნები. საღამომ საინტერესოდ ჩაიარა. 

среда, 2 мая 2012 г.

საბავშვო ღონისძიებები

     ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 25-27 აპრილს ჩატარდა საბავშვო ღონიძიებები: 1. ზღაპრის საათი  2. ახალი წიგნების პრეზენტაცია.

    ბავშვთა ოთახის(განყოფილების გამგე-ლელა როგავა) მიერ ორგანიზებული „ზღაპრის საათი“  იყო თეატრალიზებული წარმოდგენა სხვადასხვა ზღაპრის გმირების მონაწილეობით და ასევე მუსიკალური ნომრების დართვით.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება და ემოციები სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟების სლაიდ-შოუს მოჰყვა, რომელიც ცნობილი მულტფილმის-„მეფე ლომის“ მელოდიის ფონზე წარიმართა.



   დასასრულ, ბავშვებმა  ბევრი იცეკვეს და იხალისეს.











        „ახალი წიგნების პრეზენტაცია“ საბავშვო განყოფილების(განყოფილების გამგე-დოდო კუხალეიშვილი) მიერ  განხორციელდა.
 
     განყოფილებაში შემოსულ ახალ წიგნებზე სლაიდ-შოუს ფონზე  გაკეთდა წიგნების წარდგენა.
   ღონისძიებაში  საბავშვო განყოფილების აქტიური მკითხველები მონაწილეობდნენ. მათ წაიკითხეს ლექსები, გაიმართა მინი-დისკუსია-წიგნი თუ კომპიუტერი.  ბავშვებმა გამოთქვეს  საინტერესო მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით და საღამო უფრო გაამრავალფეროვნეს.

   
     












ბიბლიოთეკის საქმიანობის შეფასების წერილი


     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დირექტორმა ქ. მანანა გვარამიამ   შპს „დაუ“-ს ხელმძღვანელობის სახელით ბატონ გივი ერქომაიშვილისაგან  მიიღო ბიბლიოთეკის საქმიანობის შეფასების  წერილი.
     წერილის ავტორი,  გაეცნო რა ბიბლიოთეკის ბლოგს(http://centraluribiblioteka.blogspot.com), იქ წარმოდგენილ ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველ ტექსტურ და ფოტო მასალას, საუბრობს თავის კეთილგანწყობაზე ჩვენი ბიბლიოთეკის საქმიანობისადმი.
      გთავაზობთ  წერილის სრულ ვერსიას: