საბიბლიოთეკო კვირეულის
ფარგლებში სლოგანით „ ჩემი ბიბლიოთეკა-
ჩემი სამყაროა“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის
აბონემენტის განყოფილებამ დარბაზში ისტორიული
ლიტერატურის პრეზენტაცია მოაწყო.
წარმოდგენილი ისტორიული
ჟანრის წიგნები მოიცავდა ფართო ისტორიულ პერიოდს-უძველესი
დროიდან თანამედროვე ეპოქამდე.
საპრეზენტაციოდ შემდეგი
წიგნები შეირჩა :
1. საქართველოს ისტორია I-IVტ.
2. ლ. ჯიქია -„1924წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში“
3. ჟამი ხსნისა-ისტორიული მემკვიდრეობა
4. ვ. გურული-„საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ისტორიოგრაფია“
5. მ. სამხარაშვილი-„მატიანე ქართველთა“
6. ზ. ქორთუა-„ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო
პოლიტიკის ისტორიიდან“
7. ფ. ნიკოლაძე-„ქართველები საფრანგეთისათვის ბრძოლაში“
8. ჯ. მჭედლიშვილი -„მაჩაბელზე ლეგენდების გარეშე“
პრეზენტაციაში
მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკის წამყვანმა სპეციალისტებმა- თეონა შარიამ და თეა კონჯარიამ, ხოლო მკითხველებიდან-მარი აქუბარდიამ და გვანცა დარასელიამ მიიღეს. მათ საზოგადოებას გააცნეს ახალი გამოცემები, მიმოიხილეს თითოეული წიგნი.
პრეზენტაცია
გახსნა და აღნიშნული ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა აბონემენტის განყოფილების გამგემ-ინგა ქარჩავამ.
ღონისძიებას ერთ-ერთი წიგნის ავტორი-შ. მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სრული პროფესორი ზაალ ქორთუა ესწრებოდა. მან ვრცლად ისუბრა თავისი წიგნის შესახებ, მკითხველებმა
ავტორს წიგნის გარშემო კითხვები დაუსვეს.
პრეზენტაცია
უფრო მრავალფეროვანი გახადა მხატვრული ნომრების ჩართვამ.
ბიბლიოთეკის მკითხველმა-ირაკლი პერტიამ(მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლე) ილია ჭავჭავაძის
პუბლიცისტური წერილი „ერი და ისტორია“ წაიკითხა,
ნორჩმა მკითხველმა ლევან ნარმანიამ ისტორიული ფოტოკოლაჟის ფონზე შოთა ნიშნიანიძის ლექსი „ გენეალოგიური ხე“ წაიკითხა.
ნორჩმა მკითხველმა ლევან ნარმანიამ ისტორიული ფოტოკოლაჟის ფონზე შოთა ნიშნიანიძის ლექსი „ გენეალოგიური ხე“ წაიკითხა.
პრეზენტაციას მკითხველები, მოსწავლეები,
სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიების მხატვრული გაფორმება ავტომატიზაციის განყოფილებამ უზრუნველყო(გამგე -ირმა კვირკვია).
დასასრულს,
საზოგადოებას მიესალმნენ კახათის საჯარო სკოლის პედაგოგი- მაია მიქენაია და ბიბლიოთეკის
დირექტორი-მანანა გვარამია. მსგავსი პროექტების
განხორციელება ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას, მკითხველების ჩართულობას,
მათ დაინტერესებას ახალი ლიტერატურით, -
აღინიშნა მათ თავიანთ საუბარში.
დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „ოდიშმა“ გადაიღო რეპორტაჟი ღონისძიების შესახებ.
დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „ოდიშმა“ გადაიღო რეპორტაჟი ღონისძიების შესახებ.