понедельник, 9 июня 2014 г.

მწერალი ბიბლიოთეკაში-შეხვედრა ზვიად კვარაცხელიასთან

       წიგნისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა  ენიჭება  შეხვედრას მწერლებთან.
      სწორედ,  ამ მიზნით 28 მარტს, ცენტრალური  ბიბლიოთეკის თაოსნობით  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ცენტრალური ბიბლიოთეკის  დარბაზში  მოეწყო შეხვედრა   მწერალ-ზვიად კვარაცხელიასთან.    
მ დღეს  მწერლის შემოქმედების სიყვარულმა  გააერთიანა დამსწრე  საზოგადოება. დარბაზი  სავსე იყო მწერლის  შემოქმედების მოყვარული ხალხით. 
        ღონისძიება  შესავალი სიტყვით  გახსნა და სტუმრებს მწერლის  ბიოგრაფია გააცნო ცენტრალური ბიბლიოთეკის აბონემენტის  განყოფილების გამგემ- ინგა ქარჩავამ. 
    მწერლის შემოქმედება  ვრცლად  მიმოიხილა  ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორმა- ზეინაბ  სარიამ.
      დარბაზში მყოფთ მიესალმნენ: ჟურნალისტი, ბიბლიოთეკის მეგობარი-ზ.ცხონდია, ფილოლოგი- ნ.ფიფია,   ჟურნალისტი,  ბიბლიოთეკის მკითხველი -ნ.ქობალია, პოეტი-
ზ. ლოგუა,  პედაგოგი- მ. კაკულია, ბიბლიოთეკის დირექტორი-მ.გვარამია.
      ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა ფოტოკოლაჟის ფონზე, მკითხველებმა მწერლის ნაწარმოებებიდან  ნაწყვეტები წაიკითხეს. ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს  ქალაქისა და რაიონის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ესენია:
  • მარი კუკავა - II საჯარო სკოლის მოსწავლე
  •   ანა თაკალანძე- „-----------„
  •   ნენე ყუფუნია- კერძო სკოლა „ჩირაღდანის“ მოსწავლე
  • გვანცა მაკალათია-„-----------„
  •    სალომე ჭითანავა-„_________“
  • გვანცა დარასელია-„________“
  • ირაკლი პერტია-  N8 საჯარო სკოლის მოსწავლე
     შეხვედრას  მეტი ელფერი  შემატა კომპოზიტორ-მედეა კვარაცხელიასა და ახალგაზრდა მომღერლის-ნია კვარაცხელიას მიერ  შესრულებულმა სიმღერებმა.
       ზვიად კვარაცხელიამ  ისაუბრა საკუთარ წიგნებზე  და აღნიშნა, რომ მკითხველის  თვალით  დანახული  და აღქმული  ნაწარმოები  ყველაზე კარგად არის შეფასებული. დასასრულს, მწერალმა  მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკის მესვურთ და დამსწრე საზოგადოებას  გულთბილი და  საინტერესო საღამოსთვის. ავტორმა დაარიგა ავტოგრაფები და გადაიღო სამახსოვრო ფოტოები. 

Комментариев нет:

Отправить комментарий