შემოქმედებითი გაერთიანება „ებგურისა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა პოეტ მანონ ბულისკერიას პოეზიის საღამო. ის მიეძღვნა პოეტის ბოლო კრებულის „ნედლი ნამხრევის“ პრეზენტაციას.
საღამო გახსნეს ბიბლიოთეკის დირექტორმა-მანანა გვარამიამ და ფილოლოგმა-ზეინაბ სარიამ.
მანონ ბულისკერიას შემოქმედებაზე ისაუბრეს ფილოლოგებმა-ნესტან ფიფიამ და ზეინაბ სარიამ. მათ განსაკუთრებული სიყვარულით წარმოაჩინეს მისი პოეზია.
საღამოს ესწრებოდნენ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, პრესისა და მედიის წარმომადგენლები. რეპორტაჟი პოეზიის საღამოს შესახებ მოამზადა ტელეკომპანია „ოდიშმა“.
საღამო გახსნეს ბიბლიოთეკის დირექტორმა-მანანა გვარამიამ და ფილოლოგმა-ზეინაბ სარიამ.
მანონ ბულისკერიას შემოქმედებაზე ისაუბრეს ფილოლოგებმა-ნესტან ფიფიამ და ზეინაბ სარიამ. მათ განსაკუთრებული სიყვარულით წარმოაჩინეს მისი პოეზია.
პოეტმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა თავისი ლექსები. აფხაზეთიდან დევნილი პოეტის ტკივილი და სასოება, მშობლიური ქვეყნის სიყვარული მოაქვს მკითხველამდე მის შემოქმედებას.
მანონ ბულისკერიას ლექსები წაიკითხეს ასევე ბიბლიოთეკის მკითხველებმა.
მანონ ბულისკერიას შემოქმედებითი წვა უკვე წლებია გრძელდება და მთელი ამ ხნის მანძილზე მან ოთხი კრებული გამოსცა.
ახალგაზრდა პოეტს ზუგდიდმა პირველად უმასპინძლა და გულთბილად მიიღო. შემოქმედებითმა გაერთიანება „ებგურმა“, ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ და მანონ ბულისკერიამ კი ზუგდიდის ლიტერატურულ საზოგადოებას, ახალგაზრდებს ლამაზი პოეზიის საღამო აჩუქეს.საღამოს ესწრებოდნენ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, პრესისა და მედიის წარმომადგენლები. რეპორტაჟი პოეზიის საღამოს შესახებ მოამზადა ტელეკომპანია „ოდიშმა“.
Комментариев нет:
Отправить комментарий