ზუგდიდელი საზოგადოება მწერალ დათო ტურაშვილს ამჯერად ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში შეხვდა. ქუთაისის მერე რომანის „ტყეების მეფ-ის“ პრეზენტაცია ჩვენთან გაიმართა. საღამოს მწერლის შემოქმედების მოყვარულები დაესწრნენ, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ მის ჩამოსვლას ქუთაისიდან.
დათო ტურაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეს კუთხე-სამეგრელო მისთვის განსაკუთრებით ახლობელია, ამიტომაც წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის შემდეგ ზუგდიდში შეგნებულად გამართა.
საღამოს დასაწყისში ავტორმა ისაუბრა თავის ახალ წიგნზე. რომანი „ტყეების მეფე“ არის ისტორიული ჟანრის ნაწარმოები, რომელიც დიდი ქართველი მეფის-დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.
მწერალმა პრეზენტაციაზე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა, შეხვედრის მეორე ნაწილი დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა მწერლისგან მისი სხვა ნაწარმოების შესახებ საინტერესო დეტალებიც მოისმინეს.

შეხვედრის დასასრულს მწერალმა თბილი დახვედრისთვის ზუგდიდელებს მადლობა გადაუხადა, დაარიგა ავტოგრაფები, გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.
დათო ტურაშვილის წიგნის პრეზენტაცია გააშუქა ადგილობრივმა ტელეკომპანია-„ოდიშმა“.
ეს კი ჩვენი ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზიის |„ZugdidilibTV“-ის რეპორტაჟია ამ ლამაზი საღამოს შესახებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий