понедельник, 4 марта 2013 г.

სასწავლო ვიზიტი შვედეთში


     17-21თებერვალს პროექტის „კულტურის განვითარება საზოგადოების წინსვლის საწინდარია“-ს ფარგლებში სასწავლო ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდნენ კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საქართველოდან და უკრაინიდან, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია და არასამთავრობო ორგანიზაცია  „მერკურის“  თავმჯდომარე-ნანა თოდუა.


ისინი იმყოფებოდნენ შვედეთის 5 კულტურულ ცენტრში, სადაც გაიმართა პრეზენტაციები. ესენია:
  1. სუბტოპია
  2. ტუმბა
  3. ჰანინგის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
  4. შეხვედრა შვედეთის ინსტიტუტში
  5. კულტურის სახლი ქალაქ ვესტეროსში(შეიქმნა ქარხნის შენობის ბაზაზე)
სუბტოპია
   
ტუმბა

პროექტი ხორციელდება დონეცკის ხელოვნების ახალგაზრდული ცენტრის „EkoArt“-ის, ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრ „Totem“-ისა და ჟურნალისტთა ასოციაცია „Postfactum“-ის პარტნიორობით და ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
    1მარტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მ. გვარამიამ და
ნ. თოდუამ წარმოადგინეს პრეზენტაცია შვედეთში მიღებული ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების შესახებ.  მათ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მიაწოდეს საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა და მათ ფონზე საინტერესოდ მოყვნენ იქ გატარებულ პერიოდზე და მიღებულ გამოცდილებაზე.



მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შესული კულტურის ცენტრები არის ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ადგილები, სადაც ჩქეფს კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა და რაც მთავარია, ყველაფერი ხალხის კომფორტისა და კეთილდღეობის სამსახურშია.
შვედებს გამოყენებული აქვთ ძველი შენობები და თანამედროვე ფორმით აქვთ შეთავაზებული ხალხისათვის. მაგალითად, კულტურის  ცენტრები განთავსებულია ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში, გენერატორების ყოფილ ფაბრიკაში.  თითოეულში რამდენიმე ათეული დაწესებულებაა: კინო, თეატრი, რადიო, ტელევიზია, ბიბლიოთეკა, ცეკვის სკოლა, ფეხბურთის ორგანიზაცია,  სამხატვრო  და სხვადასხვა სახელოსნოები.
  ბიბლიოთეკები  დასახელებული  მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებში საგამოფენო დარბაზებითა და კაფეებით, დასასვენებელი და სამზარეულო ოთახებითაა.






















პრეზენტაციას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე-გიზო სართანია, ევრომონიტორის წარმომადგენლები საქართველოში, ცოტნე დადიანის დარბაზის თავმჯდომარე-კონსტანტინე კაკავა,  ბიბლიოთეკის, პრესისა და ტელევიზის თანამშრომლები. 










Комментариев нет:

Отправить комментарий