ჩვენი ბიბლიოთეკის ახალ პროექტთა რიცხვს კიდევ ერთი ახალი შეემატა-„მობილური ბიბლიოთეკა.“ პროექტი მიზნად ისახავს მკითხველებთან ვიზიტებს ქალაქისგან მოშორებულ ტეროტორიებზე.
„მობილური ბიბლიოთეკა“ ითვალისწინებს მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას, თავისუფალი დროის მიზანმიმართულად გამოყენებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ჩვენი ბიბლიოთეკა აღნიშნულ პროექტს ახორციელებს შიდა რესურსების გამოყენებით და დღესდღეობით მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზეა გასვლები დაგეგმილი.
მობილური ბიბლიოთეკის პირველი გასვლა განხორციელდა ერისთავის N1-ში .
შეკრებილ მოსახლეობას გულთბილად მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი-მ. გვარამია და ესაუბრა ჩვენს ბიბლიოთეკაზე, თუ რა მისიით ვიყავით მათთან მისულები.
ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილებები(აბონემენტის განყოფილება, დარბაზი, ავტომატიზაციის განყოფილება, ამერიკული კუთხე, საბავშვო განყოფილება, ბავშვთა ოთახი) რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე ემსახურებოდნენ მკითხველებს. ძირითადად ახალი წიგნები(მეტად ძვირადღირებული და შედარებით ხელმიუწვდომელი ) იყო წარმოდგენილი.
სულ გაიცა 30 წიგნი, გაფორმდა 17 ახალი მკითხველი.
მკითხველებს დაურიგდათ ბიბლიოთეკის ბიუკლეტები.
ჩაუტარდათ საუბარი ბიბლიოთეკის ელ-სერვისებზე, ლეპტოპის საშუალებით ნაჩვენები იქნა ბიბლიოთეკის ვებგვერდი, ბლოგები და სხვა სოციალური ქსელები, მოხდა მკითხველის კატალოგით სარგებლობის დემონსტრირება.
დასასრულ, მკითხველებს დაურიგდათ საჩუქრად წიგნები „შუა საუკუნეების ებრაელი პოეტები“ და ინგლისურენოვანი ჟურნალები. ასევე გავუმასპინძლდით ტკბილი წყლებითა და ნამცხვრებით.

პროექტის სულისჩამდგმელი და ამ იდეის ავტორია ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია.
მობილურ ბიბლიოთეკას სიხარულით შეეგება აღნიშნული ქუჩის მოსახლეობა.
განსაკუთრებით ბავშვები აქტიურობდნენ, რომელთა უმრავლესობა სტუმრად იყო ჩამოსული და მათთვის სწორედ რომ დროული და კომფორტული აღმოჩნდა ასეთი მომსახურება.
ბიბლიოთეკარებმაც „გააღეს“ ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკა და დაიწყეს დაინტერესებული მოსახლეობის მომსახურება.
შეკრებილ მოსახლეობას გულთბილად მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი-მ. გვარამია და ესაუბრა ჩვენს ბიბლიოთეკაზე, თუ რა მისიით ვიყავით მათთან მისულები.
ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილებები(აბონემენტის განყოფილება, დარბაზი, ავტომატიზაციის განყოფილება, ამერიკული კუთხე, საბავშვო განყოფილება, ბავშვთა ოთახი) რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე ემსახურებოდნენ მკითხველებს. ძირითადად ახალი წიგნები(მეტად ძვირადღირებული და შედარებით ხელმიუწვდომელი ) იყო წარმოდგენილი.
სულ გაიცა 30 წიგნი, გაფორმდა 17 ახალი მკითხველი.
მკითხველებს დაურიგდათ ბიბლიოთეკის ბიუკლეტები.
ჩაუტარდათ საუბარი ბიბლიოთეკის ელ-სერვისებზე, ლეპტოპის საშუალებით ნაჩვენები იქნა ბიბლიოთეკის ვებგვერდი, ბლოგები და სხვა სოციალური ქსელები, მოხდა მკითხველის კატალოგით სარგებლობის დემონსტრირება.
დასასრულ, მკითხველებს დაურიგდათ საჩუქრად წიგნები „შუა საუკუნეების ებრაელი პოეტები“ და ინგლისურენოვანი ჟურნალები. ასევე გავუმასპინძლდით ტკბილი წყლებითა და ნამცხვრებით.
ასეთი აქციები მისასალმებელია!
ОтветитьУдалить