суббота, 5 ноября 2011 г.

ზუგდიდის ბიბლიოთეკა აქციაზე




      დღეს, 5 ნოემბერს  „ათინათის“ თაოსნობით  ჩატარდა აქცია-ბოტანიკური ბაღის დასუფთავება. მასში მონაწილეობა მიიღო  ორგანიზაციების დიდმა უმრავლესობამ. აქციაში აქტიურად  ჩაერთო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის კოლექტივი.






      აქციის ლიდერებმა ყველას მიუჩინეს თავიანთ სამუშაო ადგილები, მისცეს სამუშაო იარაღები.  ჩვენს ბიბლიოთეკას დაევალა ბაღის შემოსასვლელი წინა მხარის დასუფთავება. დირექტორის ხელმძღვანელობით  ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა დაასუფთავეს ეს ტერიტორია.  დიდი მოწონება და მადლობა ხვდა მათ მუშაობას.









         შესვენებისას ათინათელები ყველას გაუმასპინძლდნენ სხვადასხვა ნუგბარითა და მინერალური წყლებით და გაართეს საზოგადოება, აიყოლიეს ისინი ფლეშ-მობში.



      დასასრულ, გაიმართა დაჯილდოება. სხვა კოლექტივების მხარდამხარ  ბიბლიოთეკამაც  მიიღო სერთიფიკატი ბაღის დასუფთავებაში მონაწილეობის მიღებისათვის. ის გადაეცა ბიბლიოთეკის დირექტორს-მანან გვარამიას.
მუშაობის შემდეგ:))



Комментариев нет:

Отправить комментарий