среда, 2 ноября 2011 г.

ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო

        ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქართული პერიოდული გამოცემების ყველაზე სრულყოფილი კოლექციაა გამოფენილი. ორი დღის განმავლობაში  მიმდინარეობდა პრეზენტაციები, ჩვენებები, მოხსენებები,  დისკუსიები.


         პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა  გააცნეს ეს კოლექციები ჟურნალისტებსა და ყველა დაინტერესებული პირებს, ესაუბრნენ მათ შესაძლებლობებზე, მათი შექმნის ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე.



მოხსენებების დიდი ნაწილი დაეთმო ქართული პერიოდული გამოცემების გაციფრების აუცილებლობას, ქართულ ბეჭდურ მედიაში რეკლამის განვითარების ეტაპებს, სოციალური მედიის კავშირს ბიბლიოთეკასთან. აუდიტორია გაეცნო ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგებს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს,  ყურადღება იქნა გამახვილებული პერიოდული გამოცემების ანალიტიკურ აღწერილობაზე.


        ასევე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკურ ცხოვრებაზე მასმედიის გავლენის ძირითადი განზომილებანი და მასმედიის მნიშვნელობა საკანონმდებლო საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის.
          ბიბლიოთეკების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა ერთად განიხილეს სფეროები, რომლებშიც მათ წარმოუდგენიათ მომავალი თანამშრომლობა, განხილულ იქნა გზები, რომელთა მეშვეობით რეგიონული ბიბლიოთეკა გახდება თანამედროვე რესურსცენტრი ჟურნალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებისათვის.
        დასასრულ, სტუმრებმა დაათვალიერეს ჩვენი ქალაქის ღირშესანიშნავი ადგილები-დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და ენგურჰესის მიდამოები.




         






Комментариев нет:

Отправить комментарий