вторник, 18 февраля 2014 г.

ბიბლიო-2013

     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ყოველწლიურად  აჯამებს თავის მუშაობას და   ანგარიშით წარსდგება  მკითხველისა და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე,  ავლენს საუკეთესო მკითხველს, ბიბლიოთეკარს, განყოფილებას.  ღონისძიების სლოგანი ზუსტად გამოხატავს მის მიზნებს- „წაიკითხე ბევრი წიგნი, გახდი ჩვენი რჩეული“.  ღონისძიებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და  წელს მესამედ   ჩატარდა.   იგი   ემსახურება ბიბლიოთეკისა და მკითხველის ურთიერთკავშირის გაძლიერებას, მკითხველის დაინტერესებას ბიბლიოთეკით, მათ წახალისებას, წიგნისა და ბიბლიოთეკის  პოპულარიზაციას.

    ბიბლიო-2013 გახსნა  და  მას  გაუძღვა დირექტორის მოადგილე-ლარისა როგავა. შემდეგ სიტყვით გამოვიდა  ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია.
  მან ისაუბრა   წლის განმავლობაში  ბიბლიოთეკაში ჩატარებული მუშაობის შესახებ, ასევე მკითხველთა   გაუმჯობესებული მომსახურებისათვის დანერგილი სიახლეების შესახებ. მან აღნიშნა, რომ   წლის განმავლობაში ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  65 ათასამდე ბეჭდური ლიტერატურა გაიცა 6 ათასამდე მკითხველისთვის.  „სისტემატიური ხასიათი აქვს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსებასაც“,-განაცხადა მანანა გვარამიამ და დასძინა, რომ 2014 წლისთვის ბიბლიოთეკის ბიუჯეტი 140 ათასი ლარით გაიზარდა.
    თავიანთი მოკლე ანგარიშით  გამოვიდნენ  სხვადასხვა განყოფილების გამგეები, კერძოდ, ინგა ქარჩავა(აბონემენტის განყოფილების გამგე), ნანი სიჭინავა(დარბაზის განყოფილების გამგე),  დოდო კუხალეიშვილი(საბავშვო განყოფილების გამგე) და ირმა კვირკვია(ავტომატიზაციის განყოფილების გამგე). მათ ისაუბრეს თავიანთ განყოფილებებში ჩატარებული მუშაობის შესახებ.
ამის შემდეგ დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი.  განყოფილებების მიხედვით დასახელდნენ წლის საუკეთესო მკითხველები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით. 2013წელს ასეთი 52 მკითხველი იყო.
        2013წლის საუკეთესო მკითხველები 
დარსანია ნათია,    სამუშია ბაია,  ბელქანია მიმოზა,    ფირცხელიანი ავთანდილი, ანთია დომენტი,    დამენია მარინე,  ეხვაია გრიშა,   აქუბარდია მარი, ბულია პაატა,   ფუტკარაძე მარი, ლაგვილავა მაკარი, თოდუა ანანო, გამსახურდია ნანა,   ბელქანია ნინო,  გარდავა ნინო,  ხორავა ილია, ქარაზანაშვილი ნანა,   ქვარაია ლიმერი,  ღულათავა სალომე,  თოდუა მაია, გორდულავა მაია,   შკურო გურამი,  ჩანგელია ელენე,  გაგუა გიორგი, ჩიხლაძე ანა,   თოლორაია ნიკოლოზი, ხურცია დიმა,  ქობალია გულიკო, ჩხაიძე ეკა,          ბერულავა  მერი,  გულუა ირაკლი,  შარაშია თამუნა,  ალანია ანი,   გულორდავა გიორგი,  შენგელია დიმიტრი,  შეროზია  ნუნუკა,  სამელია ინგა,   გაბისონია იზა, სვირავა ნანა,  სოსელია გიორგი, შურღაია ირაკლი,  სამუშია მარინა, ელეფტერიადი  ნანა, ძიმცეიშვილი ლიზი,  ლაშხია ლაზარე,   ღვინჯილია სალომე,  ფაცია თიკო,  ჟვანია თამუნა, ამანათიძე ირაკლი,  გულუა სოფო,    თოდუა მარი,  ფარცვანია სესილი.                      
   წლის საუკეთესო მკითხველის ტიტული ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიცა.

  ბიბლიო-2013-ზე  მკითხველებთან ერთად  ბიბლიოთეკარები და  განყოფილებებიც დაჯილდოვდნენ.
      წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარები გახდნენ ირმა კვირკვია-ავტომატიზაციის განყოფილების გამგე და ინგა ქარჩავა-აბონემენტის განყოფილების გამგე.
       სიგელები გადაეცათ  დარბაზის განყოფილების გამგეს-ნანი სიჭინავას,  დარბაზის განყოფილების მთავარ სპეციალისტებს-ზეინაბ მორგოშიასა და ქეთინო ფონიავას  დარბაზის რეაბილიტაციაში გაწეული ღვაწლისათვის.  საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების გამგე-ციალა ფაცაცია დაჯილდოვდა ბარათული საინფორმაციო ბაზის შექმნაში გაწეული ღვაწლისთვის.
     სიგელები გადაეცათ  განყოფილებებს-საბავშვო განყოფილება დაჯილდოვდა საბიბლიოთეკო საქმეში გაწეული ღვაწლისთვის(განყოფილების გამგე-დოდო კუხალეიშვილი), ტექნიკური სერვისის განყოფილება-საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის და ამერიკული კუთხე-აქტიური კლუბური საქმიანობისათვის. ხოლო სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალების საქმიანობის მიხედვით გამოირჩა ორი ბიბლიოთეკა და  სიგელები გადაეცათ კახა ჭითანავასა(ჭკადუაშის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი) და ლეილა ესართიას(კოკი-ხურჩას სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი).

    ბიბლიო-2013  გაალამაზეს  ჩვენმა მკითხველებმა.  მათ  სტუმრებისთვის ლექსები წაიკითხეს, ასევე  მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე-გურგენ სართანია.  
  ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  ასევე სხვა  მოწვეული სტუმრებიც.  დარბაზში ხალხმრავლობა იყო.
დასასრულ, გაიმართა ალაფურშეტი, დაიჭრა  სადღესასწაულო  სიმბოლური ტორტი. 
 ბიბლიოთეკა აგრძელებს  საინტერესო ღონისძიებათა ციკლს და  აქტიურ მკითხველს უამრავ სიურპრიზს  ჰპირდება.


http://www.zugdidi-sakrebulo.ge/index.php?css=red.css&news=1&year=2014&month=2&date=2014-02-06&lang=geo#read_position

Комментариев нет:

Отправить комментарий