вторник, 18 февраля 2014 г.

ბიბლიო-2013

     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ყოველწლიურად  აჯამებს თავის მუშაობას და   ანგარიშით წარსდგება  მკითხველისა და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე,  ავლენს საუკეთესო მკითხველს, ბიბლიოთეკარს, განყოფილებას.  ღონისძიების სლოგანი ზუსტად გამოხატავს მის მიზნებს- „წაიკითხე ბევრი წიგნი, გახდი ჩვენი რჩეული“.  ღონისძიებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და  წელს მესამედ   ჩატარდა.   იგი   ემსახურება ბიბლიოთეკისა და მკითხველის ურთიერთკავშირის გაძლიერებას, მკითხველის დაინტერესებას ბიბლიოთეკით, მათ წახალისებას, წიგნისა და ბიბლიოთეკის  პოპულარიზაციას.

    ბიბლიო-2013 გახსნა  და  მას  გაუძღვა დირექტორის მოადგილე-ლარისა როგავა. შემდეგ სიტყვით გამოვიდა  ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია.
  მან ისაუბრა   წლის განმავლობაში  ბიბლიოთეკაში ჩატარებული მუშაობის შესახებ, ასევე მკითხველთა   გაუმჯობესებული მომსახურებისათვის დანერგილი სიახლეების შესახებ. მან აღნიშნა, რომ   წლის განმავლობაში ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  65 ათასამდე ბეჭდური ლიტერატურა გაიცა 6 ათასამდე მკითხველისთვის.  „სისტემატიური ხასიათი აქვს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსებასაც“,-განაცხადა მანანა გვარამიამ და დასძინა, რომ 2014 წლისთვის ბიბლიოთეკის ბიუჯეტი 140 ათასი ლარით გაიზარდა.
    თავიანთი მოკლე ანგარიშით  გამოვიდნენ  სხვადასხვა განყოფილების გამგეები, კერძოდ, ინგა ქარჩავა(აბონემენტის განყოფილების გამგე), ნანი სიჭინავა(დარბაზის განყოფილების გამგე),  დოდო კუხალეიშვილი(საბავშვო განყოფილების გამგე) და ირმა კვირკვია(ავტომატიზაციის განყოფილების გამგე). მათ ისაუბრეს თავიანთ განყოფილებებში ჩატარებული მუშაობის შესახებ.
ამის შემდეგ დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი.  განყოფილებების მიხედვით დასახელდნენ წლის საუკეთესო მკითხველები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით. 2013წელს ასეთი 52 მკითხველი იყო.
        2013წლის საუკეთესო მკითხველები 
დარსანია ნათია,    სამუშია ბაია,  ბელქანია მიმოზა,    ფირცხელიანი ავთანდილი, ანთია დომენტი,    დამენია მარინე,  ეხვაია გრიშა,   აქუბარდია მარი, ბულია პაატა,   ფუტკარაძე მარი, ლაგვილავა მაკარი, თოდუა ანანო, გამსახურდია ნანა,   ბელქანია ნინო,  გარდავა ნინო,  ხორავა ილია, ქარაზანაშვილი ნანა,   ქვარაია ლიმერი,  ღულათავა სალომე,  თოდუა მაია, გორდულავა მაია,   შკურო გურამი,  ჩანგელია ელენე,  გაგუა გიორგი, ჩიხლაძე ანა,   თოლორაია ნიკოლოზი, ხურცია დიმა,  ქობალია გულიკო, ჩხაიძე ეკა,          ბერულავა  მერი,  გულუა ირაკლი,  შარაშია თამუნა,  ალანია ანი,   გულორდავა გიორგი,  შენგელია დიმიტრი,  შეროზია  ნუნუკა,  სამელია ინგა,   გაბისონია იზა, სვირავა ნანა,  სოსელია გიორგი, შურღაია ირაკლი,  სამუშია მარინა, ელეფტერიადი  ნანა, ძიმცეიშვილი ლიზი,  ლაშხია ლაზარე,   ღვინჯილია სალომე,  ფაცია თიკო,  ჟვანია თამუნა, ამანათიძე ირაკლი,  გულუა სოფო,    თოდუა მარი,  ფარცვანია სესილი.                      
   წლის საუკეთესო მკითხველის ტიტული ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიცა.

  ბიბლიო-2013-ზე  მკითხველებთან ერთად  ბიბლიოთეკარები და  განყოფილებებიც დაჯილდოვდნენ.
      წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარები გახდნენ ირმა კვირკვია-ავტომატიზაციის განყოფილების გამგე და ინგა ქარჩავა-აბონემენტის განყოფილების გამგე.
       სიგელები გადაეცათ  დარბაზის განყოფილების გამგეს-ნანი სიჭინავას,  დარბაზის განყოფილების მთავარ სპეციალისტებს-ზეინაბ მორგოშიასა და ქეთინო ფონიავას  დარბაზის რეაბილიტაციაში გაწეული ღვაწლისათვის.  საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების გამგე-ციალა ფაცაცია დაჯილდოვდა ბარათული საინფორმაციო ბაზის შექმნაში გაწეული ღვაწლისთვის.
     სიგელები გადაეცათ  განყოფილებებს-საბავშვო განყოფილება დაჯილდოვდა საბიბლიოთეკო საქმეში გაწეული ღვაწლისთვის(განყოფილების გამგე-დოდო კუხალეიშვილი), ტექნიკური სერვისის განყოფილება-საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის და ამერიკული კუთხე-აქტიური კლუბური საქმიანობისათვის. ხოლო სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალების საქმიანობის მიხედვით გამოირჩა ორი ბიბლიოთეკა და  სიგელები გადაეცათ კახა ჭითანავასა(ჭკადუაშის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი) და ლეილა ესართიას(კოკი-ხურჩას სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი).

    ბიბლიო-2013  გაალამაზეს  ჩვენმა მკითხველებმა.  მათ  სტუმრებისთვის ლექსები წაიკითხეს, ასევე  მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე-გურგენ სართანია.  
  ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  ასევე სხვა  მოწვეული სტუმრებიც.  დარბაზში ხალხმრავლობა იყო.
დასასრულ, გაიმართა ალაფურშეტი, დაიჭრა  სადღესასწაულო  სიმბოლური ტორტი. 
 ბიბლიოთეკა აგრძელებს  საინტერესო ღონისძიებათა ციკლს და  აქტიურ მკითხველს უამრავ სიურპრიზს  ჰპირდება.


http://www.zugdidi-sakrebulo.ge/index.php?css=red.css&news=1&year=2014&month=2&date=2014-02-06&lang=geo#read_position

суббота, 15 февраля 2014 г.

„ცოცხალი ბიბლიოთეკა-კულტურული ბაზრობა“

       რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო  ცენტრმა  „თანაზიარი“ და   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურმა  ბიბლიოთეკამ პარტნიორული თანამშრომლობით განახორციელეს  მინი პროექტი-„ცოცხალი ბიბლიოთეკა-კულტურული ბაზრობა“, რომელიც  ჩატარდაკულტურის განვითარება საზოგადოების წინსვლის საწინდარიაპროექტის ფარგლებში და დაფინანსდა  ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის  პროგრამა  კულტურისმხარდაჭერით.
          პროექტი განხორციელდა რამდენიმე ეტაპად. თავდაპირველად  ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია; მას ესწრებოდნენ ღონისძიებისთვის ცოცხალ წიგნებად შერჩეული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, „თანაზიარისა“ და ბიბლიოთეკის თანამშრომლები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები.
შესავალი სიტყვა წარმოთქვა ,,თანაზიარის“  ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ, პროექტი საზოგადოებას წარუდგინა პროექტის კოორდინატორმა  მანანა გვარამიამ.
 ღონისძიების ბოლოს გაიმართა ფურშეტი.  პროექტმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

     პრეზენტაციის შემდეგ დაიწყო  შეხვედრები ,,ცოცხალ წიგნებთან“- ექსპერტებთან, რომლებიც მუშაობენ ხალხური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა იშვიათ დარგებში; ასეთი  15 ადამიანი შევარჩიეთ.   
        პროექტის ჯგუფი : კოორდინატორი, ასისტენტი და ოპერატორი შეხვდნენ პროექტის მონაწილე ,,ცოცხალ წიგნებს“-ექსპერტებს, მათთან შეთანხმებისა და მათი კატალოგისთვის მონაცემების შეგროვების მიზნით. ოპერატორი-გია ბეჭვაია  იღებდა კადრებს მათი საქმიანობის შესახებ.  შეხვედრების უმეტესი ნაწილი მიმდინარეობდა მათ სახელოსნოებში,  რაც აისახება ვიდეოსიუჟეტში.  ძალიან საინტერესო იყო ეს შეხვედრები პროექტზე მომუშავე ჯგუფისთვის, მათ   წარმოაჩინეს   ქართული ხალხური კულტურული მემკვიდრეობის  უდიდესი ღირსებები.  
 
          შეხვედრების დამთავრების შემდეგ შედგა მათზე კატალოგები, შედგენილ იქნა მოსაწვევი,  ბუკლეტები,   აფიშები,  რომელიც გავრცელდა, როგორც  ქალაქის ტერიტორიაზე,  ასევე სოფლებში,  ადგილობრივი დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,ოდიშის“ ეთერით  გაშვებულ იქნა მორბენალი სტრიქონი.    


       ბოლოს   კი   შედგა მთავარი ღონისძიება.  
      22 ნოემბერს ზუგდიდის ცენტრალურ  ბულვარში,   ზვიად გამსახურდიას  ძეგლთან,  ღია ცის ქვეშ ჩატარდა  „ცოცხალი ბიბლიოთეკა-კულტურული ბაზრობა“.   ეს იყო ნამდვილი ბიბლიოთეკა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ წიგნები ცოცხალი ადამიანები იყვნენ,  ხალხური კულტურის  იშვიათ სახეობებზე მომუშავენი, თავიანთი საქმის  ექსპერტები, ხოლო წიგნების მკითხველები  სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის  დაინტერესებული ადამიანები. 

      მონაწილეობა მიიღო  15  „ცოცხალმა   წიგნმა“-სამეგრელოს  კულტურული მემკვიდრეობის გამგრძელებლებმა, კერძოდ,  ესენი იყვნენ- ხალხური სიმღერების ლოტბარი- ქეთევან კილასონია;  ხეზე კვეთის ოსტატები -თენგიზ მიქენაია,  მურადი საჯაია;   ქარგვისა და თექის ოსტატი- ეკა ჯოლოგუა;  კერამიკოსი-რუბენ აბსანძე;  ჩონგურის, ფანდურის დამზადების ოსტატი -ლევან ღვინჯილია;  ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია“ (ხელმძღვანელი- მერაბ ბიგვავა); ქართული ქრისტიანული კულტურა (ხატწერა, რიტუალები, ნიშნები, ჩაცმულობა) - დეკანოზი  ანდრია  (შალვა) კემულარია;  პანტომიმის თეატრის მსახიობი -გიორგი ქობალია;   ტიხრული მინანქარი -სანდრო მიქენაია , ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციის კურატორი -ციალა  თითმერია,  ეროვნული ხალხური სამოსის დიზაინერი -ნონა კვიკვინია,  სოციალური საწარმო „ენგური 1-ის“   ხელმძღვანელი-ირუზა კაკავა და მისი მოსწავლეები, დათო ქვარაია და მარიამ ხახუბია. აქედან ორმა მოხალისეობით მიიღო მონაწილეობა-მურად საჯაიამ და სანდრო მიქენაიამ.
      ,,ცოცხალი წიგნები“  ბულვარში განთავსდნენ სკამებზე, მათ წინ დაიდგა ასევე სკამები მკითხველისთვის.

     მკითხველს გასაუბრებით შეეძლო  ცოცხალი წიგნების წაკითხვა, ასევე  შესაძლებელი იყო  მათი    ნამუშევრების დათვალიერება. ბიბლიოთეკარებთან  რეგისტრაცია გაიარა 78 მკითხველმა, ამას გარდა ძალიან  ბევრი რეგისტრაციის გარეშე მიდიოდა თავისუფალ  „ცოცხალ წიგნებთან“.  იყო პირისპირ  საუბრები, ასევე  ჯგუფურადაც სხდებოდნენ „ცოცხალ წიგნებთან“,  ყველა  წიგნთან  მეტნაკლებად იყო გარკვეული რაოდენობა მკითხველებისა. აღსანიშნავია,  რომ თავისუფალ დროს თვითონ „ცოცხალი წიგნები“   საუბრობდნენ პირისპირ, ერთმანეთის დიდი ინტერესი  ჰქონდათ    გამომდინარე თავიათი საქმიანობიდან.  

 
 
პარალელურად გაიმართა  „ცოცხალი წიგნების“   ნამუშევრების გამოფენა.   წარმოდგენილი იყო ხეზე კვეთის, ნაქარგობის, თექის,   ტიხრული მინანქრის ნამუშევრები, ეროვნული სამოსი,  აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს „ენგური 1-ის“   ბენეფიციარებმა  წარმოადგინეს თავიათი ნამუშევრები.  ვიზუალმა თავისი გააკეთა-იყო დიდი დაინტერესება,  რამდენიმე  „ცოცხალ წიგნს“  მისცეს შეკვეთები.  

    ამასთან ერთად  მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ცენტრ „ოდიშთან“   არსებულმა ანსამბლმა  „ოდოიამ“   და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის  ვაჟთა  ვოკალურმა გუნდმა   ღონისძიების მიმდინარეობის განმავლობაში შეასრულეს  სხვადასხვა  მუსიკალური ნომერი.
       პროექტში მოხალისეებად ჩართული იყვნენ  ბიბლიოთეკის ახალგაზრდა მკითხველები -მარიამ კუკავა, კატო ჯღამაძე, მერი ჯალაღონია, გიორგი ბულია, ხატია გოგია, რომლებმაც  ცენტრალურ ბულვარსა და  მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარიგეს ღონისძიების ბუკლეტები, მოსაწვევები.  ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში მოხალისეები საზოგადოებას უმასპინძლდებოდნენ ტკბილეულით, ჩურჩხელებითა და წყლებით.


     პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს  „თანაზიარისა“  და ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა.
       აღსანიშნავია პროექტის მიმართ დიდი ინტერესი, ეს იყო ზუგდიდის ცხოვრებაში ერთერთი უჩვეულო დღე, ღონისძიების  ფორმის ინოვაციურობით, აქ იყო არამარტო გამოფენა, არამედ კვალიფიციური დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც ენთუზიაზმით აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს, არიან კულტურის იშვიათ დარგებში მოღვაწენი. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიება გასცდა ზუგდიდის ფარგლებს, მან შეიძინა რეგიონალური მნიშვნელობა, რადგანაც მასში მონაწილეობდნენ ცოცხალი წიგნები“   წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონებიდან, მაგალითად,  მოქანდაკე -მურადი საჯაია,  ხალხური საკრავების- ჩონგურისა და ფანდურის ოსტატი- ლევან ღვინჯილია (აღმოჩნდა, რომ ამ საკრავების დამზადებაზე ზუგდიდში არავინ არ მუშაობს),  სოციალური საწარმო  ,,ენგური 1-ის“  მოსწავლე მარიამ ხახუბია (დევნილი აფხაზეთიდან-ოჩამჩირედან).
          პროექტმა აჩვენა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აქტუალობა და გადაწყდა, რომ ღონისძიება გადაიქცეს ტრადიციად და ჩატარდეს ყოველი წლის შემოდგომაზე .


          ინფორმაცია პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ სისტემატურად თავსდებოდა სოციალურ ქსელში-facebook-ში, სადაც იყო მოწონებები და დადებითი შეფასებების კომენტარები.
     პრეზენტაცია და  მთავარი  ღონისძიების მიმდინარეობა გააშუქა ადგილობრივმა  დამოუკიდებელმა  ტელერადიოკომპანია  ,,ოდიშმა’’,  რადიო  ,,ათინათმა’’.  მასალები ღონისძიების  შესახებ გამოქვეყნდა  საინფორმაციო  ინტერნეტპორტალზე-LivePress.ge-სა და გაზეთ  ,,ზუგდიდში“.
 ვიდეოსიუჟეტი განთავსდება ცენტრალური ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზია-Zugdidilib TV-ზე,  ,,თანაზიარისა“ და ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის faсebook-ის გვერდებზე, გადაეგზავნება დონორს.
     პროექტის ხელმძღვანელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა  გვარამია, ასისტენტი-ავტომატიზაციის განყოფილების გამგე-ირმა კვირკვია.







  
YouTube.com