დასრულდა სარემონტო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. გაფართოვდა და კაპიტალურად შეკეთდა სამკითხველო დარბაზი, მისი საცავი, შეიცვალა ინვენტარი.
31ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. წითელი ლენტი გაჭრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ-გურგენ სართანიამ და ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა-მანანა გვარამიამ.
დარბაზის გახსნას მიეძღვნა ლიტერატურული საღამო-„პოეზია მუსიკაა სულისა“. ღონისძიების ორგანიზატორია დარბაზის განყოფილება. სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ჩვენმა მკითხველებმა წაიკითხეს ქართული პოეზიის მარგალიტები, პატრიოტული, სატრფიალო ლირიკის შედევრები.
|
ლადო შანავა(აბიტურიენტი) |
|
ლუკა ფარცვანია(ოქტომბრის თემის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე) |
|
ნინო კვეკვესკირი და უტა ალანია(II საჯარო სკოლის X და VI კლასის მოსწავლეები) |
|
ანა გეთია(ზსუ IV კურსის სტუდენტი) |
|
ლაშა ფიფია(II საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე) |
საღამო კიდევ უფრო გალამაზდა ანსამბლ „ოდოიას“ მუსიკალური შესრულებით-ქართული და მეგრული ფოლკლორული ნომრებით.
|
ანსამბლი „ოდოია“ |
|
ზურაბ ცხონდია(ჟურნალისტი) |
ასევე მოწვეული სტუმრების(გურგენ სართანიას, ზურაბ ცხონდიას, მაია კალანდიას, კონსტანტინე კაკავას, ნიკა ლაშხიას, თემურ ელიავას) გამოსვლებით.
|
გურგენ სართანია(ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე) |
|
მაია კალანდია(ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მმართველი)
|
|
ნიკა ლაშხია(პოეტი) |
|
თემურ ელიავა(პოეტი) |
|
კონსტანტინე კაკავა(„ცოტნე დადიანის დარბაზის“ ხელმძღვანელი) |
დღეიდან ბიბლიოთეკა ახალი კომფორტული გარემოთი მოემსახურება მკითხველებს და კიდევ მრავალ საინტერესო საღამოს ჰპირდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий