вторник, 20 августа 2013 г.

ცოტნეობა ზუგდიდში

 2013 წელს ცოტნეობა ზუგდიდში გრანდიოზულად აღინიშნა.
       http://www.orthodoxy.ge/tveni/ivlisi/30-tsotne.htm
   12 აგვისტო ანუ ცოტნეობა ჩვენს ქალაქში მესამე წელია ტრადიციულად აღინიშნება ეროვნულ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ცოტნე დადიანის დარბაზის“ ორგანიზებით. 
   წლევანდელი ცოტნეობა გრანდიოზულად გაიმართა. დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის ღონიძიებები-ლიტერატურულ-შემეცნებითი თუ სპორტული. ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდს ეწვივნენ საპატიო სტუმრები-ტარიელ ხარხელაური, ელგუჯა ბურდული, გელა დაიაური, ერეკლე საღლიანი და სხვები.
   ღონისძიებათა ციკლი გაიხსნა პარაკლისით ცოტნე დადიანის სახელზე, რომელიც გაიმართა  ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში; შემდეგ  გაიმართა საზეიმო მსვლელობა  ტაძრიდან  ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის გასწვრივ;
     შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაინაცვლეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, სადაც ჩატარდა გრიგოლ აბაშიძის რომანის -"ცოტნე ანუ ქართველთა ამაღლება და დაცემა" საჯარო კითხვა. 
     დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და ცოტნეობის დღესასწაული მიულოცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ-გურგენ სართანიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა-მანანა  გვარამიამ  და ეროვნულ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ცოტნე დადიანის დარბაზის“  წარმომადგენლებმა-კონსტანტინე კაკავამ, დათო შამათავამ,  გიორგი გობეჩიამ.

 ბიბლიოთეკის  აბონემენტის განყოფილების  მკითხველებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა წაიკითხეს სხვადასხვა ეპიზოდი გრიგოლ აბაშიძის რომანიდან. 
ავტომატიზაციის განყოფილების მიერ მომზადებული პრეზენტაციის  ფონზე და საგალობლების ჰანგზე გაისმოდა ნაწყვეტები დიდებული რომანიდან.




ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექცია მადლობას უხდის მკითხველებსა და თანამშრომლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წიგნის საჯარო კითხვაში. ესენია: 1. გიორგი ქანთარია(II საჯარო სკოლა)
                2. გია კვეკვესკირი(I საჯარო სკოლა)
                3. ბაია სამუშია (I საჯარო სკოლა)
               4. ქეთევან ევსია(IX საჯარო სკოლა)
               5. ესმა  ბელქანია(IX საჯარო სკოლა)
               6. ანი წითლაშვილი(I საჯარო სკოლა)
               7. გოჩა ფეტელავა(I საჯარო სკოლა)
               8. მათე ბეჭვაია(VI საჯარო სკოლა)
               9. თამთა ბეჭვაია(VI საჯარო სკოლა)
               10. რუსლან ქირია(I საჯარო სკოლა)
               11. დიმიტრი შენგელია(წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია)
               12. თამარ შარია(ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტი)
               13. ქეთევან ჩიქავა(ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი)
               14. ნათია ჩხაპელია(ფილოლოგი)
    საღამოს დასასრულ, საზოგადოების წინაშე  სიტყვით გამოვიდნენ საპატიო სტუმრები-ტარიელ ხარხელაური, ერეკლე საღლიანი, გიორგი ფარეშიშვილი.
  ცოტნეობასთან დაკავშირებით  გაიმართა ასევე შემდეგი ღონისძიებები: ფოტოგამოფენა "ზუგდიდელები"  და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა ზუგდიდის არტ-გალერეაში;  „ცოტნეს თასის" გათამაშება ფეხბურთში; ცოტნე დადიანის სახელობის ტურნირი ძიუდოში ნიკო დადიანისეული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე
დღის დასასრულ, კი დასკვნითი ღონისძიება-კონცერტი  ჩატარდა შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები: "ოდოია", "ჩელა", "ცისკარი", გამოვიდნენ საპატიო სტუმრები:ტარიელ ხარხელაური, ელგუჯა ბურდული, გელა დაიაური, თამარ ალადაშვილი, ანი მალაზონია, გიორგი ფარეშიშვილი, ერეკლე საღლიანი და სხვა.  საპატიო სტუმრები სპეციალურად "ცოტნეობასთან" დაკავშირებით ეწვევიან ზუგდიდს. 
     „ცოტნე დადიანის დარბაზის“ ინიციატივით კონცერტის საფინალო ნაწილი დასრულდა დაჯილდოებით.   კონსტანტინე კაკავამ  ტარიელ ხარხელაურს გადასცა „ცოტნე დადიანის დარბაზის“  უმაღლესი ჯილდო-ცოტნე დადიანის პირველი ხარისხის ოქროს ორდენი, ეს ორდენი ასევე გადაეცა  თეონა ქუმსიაშვილს(სიკვდილის შემდეგ). ამაღელვებელი იყო სამადლობელი სიტყვები და მოლოცვები ტარიელ ხარხელაურისა და გელა დაიაურისა.

среда, 14 августа 2013 г.

გარემონტებული დარბაზის საზეიმო გახსნა

       დასრულდა სარემონტო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ  ბიბლიოთეკაში. გაფართოვდა და კაპიტალურად შეკეთდა სამკითხველო დარბაზი, მისი საცავი,  შეიცვალა ინვენტარი.
        31ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის   დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. წითელი ლენტი გაჭრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ-გურგენ სართანიამ და ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა-მანანა გვარამიამ.
       დარბაზის გახსნას მიეძღვნა ლიტერატურული საღამო-„პოეზია მუსიკაა სულისა“.  ღონისძიების ორგანიზატორია დარბაზის განყოფილება. სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ჩვენმა მკითხველებმა   წაიკითხეს ქართული პოეზიის მარგალიტები, პატრიოტული, სატრფიალო ლირიკის შედევრები.
ლადო შანავა(აბიტურიენტი)
ლუკა ფარცვანია(ოქტომბრის თემის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე)
ნინო კვეკვესკირი და უტა ალანია(II საჯარო სკოლის X და VI კლასის მოსწავლეები)
ანა გეთია(ზსუ IV კურსის სტუდენტი)
ლაშა  ფიფია(II საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე)
    საღამო კიდევ უფრო გალამაზდა ანსამბლ „ოდოიას“ მუსიკალური შესრულებით-ქართული და მეგრული ფოლკლორული ნომრებით.
ანსამბლი „ოდოია“
ზურაბ ცხონდია(ჟურნალისტი)
     ასევე მოწვეული სტუმრების(გურგენ სართანიას, ზურაბ ცხონდიას, მაია კალანდიას,  კონსტანტინე კაკავას, ნიკა ლაშხიას, თემურ ელიავას)  გამოსვლებით.
გურგენ სართანია(ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე)
მაია კალანდია(ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მმართველი)

ნიკა ლაშხია(პოეტი)
თემურ ელიავა(პოეტი)
კონსტანტინე კაკავა(„ცოტნე დადიანის დარბაზის“  ხელმძღვანელი) 
       დღეიდან ბიბლიოთეკა ახალი კომფორტული  გარემოთი მოემსახურება მკითხველებს და კიდევ მრავალ  საინტერესო საღამოს ჰპირდება.