24 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის „მობილური ბიბლიოთეკა“ ესტუმრა ენგურქაღალდკომბინატის II უბნის დასახლებაში ჯანაშიას 6-ში მცხოვრებ მოსახლეობას.
შეხვედრის დასაწყისში ბიბლიოთეკის დირექტორმა ისაუბრა ჩვენს ბიბლიოთეკასა და ამ პროექტის მისიაზე.
შემდეგ გავედით მიმდებარე კორპუსების მოსახლეობასთან და მოვიწვიეთ ჩვენთან.
მკითხველებმა შეარჩიეს მათთვის სასურველი წიგნები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბავშვები.
უბნის ყველაზე პატარაც გაახარა „მობილურმა ბიბლიოთეკამ“, რომელიც ვერ დაელოდა თავის დედიკოს და ასეთი მონდომებით შეუდგა წიგნების „შერჩევას“.
გაფორმდა 14 ახალი მკითხველი, გაიცა 22წიგნი.
განხორციელდა ბიბლიოთეკის ახალი სერვისების დემონსტრირება, დარიგდა ბუკლეტები და ჟურნალები საჩუქრად.
ამით დასრულდა ამ პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც სამი დასახლების(ფაიფურის, ენგუქაღალდკომბინატისა და ე.წ. ჩაის ფაბრიკის) მოსახლეობაში გასვლებს ითვალისწინებდა.
პროექტის მანძილზე მკითხველებს ემსახურებოდნენ სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები-კ. ზვამბაია, ი. ქარჩავა, ნ. კოზუა, ი. კვირკვია, ლ.როგავა, ბ. კაკაბაძე, ქ. ფონიავა, ზ. მორგოშია, მ. კუტალია.
პროექტის ტრანპორტით მომსახურება უზრუნველყო სამშენებლო კომპანია „სანის“ უბნის უფროსმა ვალერი გვარამიამ და ამ ორგანიზაციის მიკროავტობუსით გვემსახურებოდა მძღოლი-დათო კუხალეიშვილი. დიდი მადლობა მათ გაწეული სამსახურისათვის!
უბნებში მოსახლეობის წინასწარი ინფორმირებისა და მათთან შეხვედრის ორგანიზაციაში გვეხმარებოდნენ ელისო ბოჭორიშვილი, ვალია შერვაშიძე, ლონდა მიქავა, შალვა ღურწკაია. დიდი მადლობა მათ გაწეული სამსახურისათვის!
გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.
პროექტის მომდევნო ეტაპზე ზემოთაღნიშნული სამი უბნის მოსახლეობას მოვემსახურებით პერიოდულად.