დღეს, როცა ჩვენი საზოგადოება ინფორმაციაზეა ორიენტირებული, ბიბლიოთეკას, როგორც ცოდნისა და ინფორმაციის საცავს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ის არა მარტო საცავი უნდა იყოს, არამედ აკადემიურ გარემოში უნდა გახდეს ცოდნის გაფართოების სტიმულატორი. ბუნებრივია, გაჩნდა მიზანი, რომ შეგვეძლოს მკითხველისათვის თანამედროვე სერვისების შეთავაზება, შევქმნათ მრავალმხრივი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები, რომელშიც ინტეგრირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა უკვე ათეულ წელზე მეტია თავის მუშაობაში ნერგავს და ავითარებს ახალ ტექნოლოგიებს, ამჯერად ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას ავტომატიზაციის განყოფილება უწევდა. განყოფილების გამგემ-ირმა კვირკვიამ პრეზენტაციაზე წარმოადგინა ბიბლიოთეკის ელექტრონული სერვისები-ელექტრონული კატალოგი, ციფრული ფოტოკოლექცია, ვებგვერდი, ინტერნეტელევიზია, ბლოგი.
სლაიდების საშუალებით ახსნილ იქნა ჩვენი სერვისების ნახვა, გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მკითხველებს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის კატალოგების ონლაინ გამოყენების საშუალება აქვთ. მათ სახლიდან გაუსვლელად ჩვენი ვებგვერდიდან, მარტივი და გასაგები ელექტრონული ძიებით შეუძლიათ გაიგონ მათთვის სასურველი წიგნი არის თუ არა ბიბლიოთეკაში. დამთავრებულია ავტომატიზაციის განყოფილების, ამერიკული კუთხის, ბავშვთა ოთახისა და საბავშვო განყოფილების წიგნადი ფონდის კატალოგიზაცია. მიმდინარეობს აბონემენტისა და დარბაზის განყოფილებების ფონდების კატალოგიზაცია, რომელიც რიცხობრივი სიმრავლისა გამო მეტ დროს საჭიროებს. ამერიკულ კუთხესა და ავტომატიზაციის განყოფილებაში მიმდინარეობს მკითხველთა ცირკულაცია-ელექტრონული გაფორმება-აღრიცხვა.
დიდი ინტერესი მოჰყვა ასევე ახალი სერვისის-ციფრული ფოტოკოლექციის გაცნობას. ვმონაწილეობთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტში-„წარსულთან შეხვედრა“. გვაქვს ჩვენი Dspace- ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ფოტოკოლექცია, რომელიც პერიოდულად მდიდრდება მკითხველების მიერ მოწოდებული ძველი ფოტოებით.
ყველა ოჯახში ინახება ფოტოალბომები, რომელშიც აისახება ამ ოჯახის წევრთა წარსული. ეს ფოტოები საზოგადოებისათვის ფრიად მნიშვნელოვანია
და
მათი
მოძიებითა
და
ინტერნეტში
განთავსებით
ჩვენ
უკეთ
გავაცნობთ
სრულიად
საქართველოს
და
მსოფლიოს
ჩვენს
მხარეს
და
მომავალ
თაობებს
შევუნახავთ
ისტორიას. ამიტომაც შემოგვიერთდით, მოიძიეთ და მოგვაწოდეთ ფოტოები თქვენი საოჯახო ალბომებიდან.
კოლექციაში ყველაზე ძველი ფოტო დათარიღებულია 1938წლით.
სურათზე ზუგდიდში პირველი სახანძრო მანქანის ფონზე დგანან ზუგდიდელი მეხანძრეები. მძღოლთან ერთად, კაბინაში ზის 4 წლის ბავშვი - ნელი გუნავა, ფოტო მისი საოჯახო ალბომიდანაა. სურათის შესახებ ისაუბრა ბიბლიოთეკის დირექტორმა-მანანა გვარამიამ.
ეს კი ზუგდიდელი ფოტოგრაფის აკაკი ყუფუნიას კოლექციიდანაა და მასზე გამოსახულია მსოფლიო ჩემპიონის ანატოლი კარპოვის ვიზიტი ზუგდიდში.
დღესდღეობით 27-მა ადამიანმა მოგვაწოდა ფოტოები, ანუ 27 მფლობელი ირიცხება ჩვენს კოლექციაში, სულ კოლექცია მოიცავს 258 ფოტოს, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით სურათები მოგვაწოდეს გია ტუღუშმა, ნუგზარ მალაშხიამ და აკაკი ყუფუნიამ. ნ. მალაშხია თავის სიტყვაში აღნიშნა ამ კოლექციის მნიშვნელობა, როგორ დაინტერესდნენ მისით ქართველი ემიგრანტები.
განყოფილების ხმოვანი დისკები მკითხველებს წარუდგინეს ჩვენმა მკითხველებმა, ქალაქისა და რაიონის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ესენია:
1. ვახტანგ ნანავა(I საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე)
2. თამუნა ხუბუტია
(I საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე)
3. ნათია კუკავა(ცაიშის საჯარო სკოლის
X კლასის მოსწავლე)
4. ლევან ქანთარია(ფრანგულ-ქართული სკოლა-ლიცეუმის
X კლასის მოსწავლე)
5. მარიამ კუკავა(
(I საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე)
6. მარიამ აქუბარდია(II
საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე)
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი გამგეობისა და და საკრებულოს წარმომადგენლები-დარეჯან გაბედავა-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ბასილაია
-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, რევაზ ხაინდრავა-სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, სპორტისა და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თამუნა შონია-საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, გულისა ჩიქობავა-კულტურის განყოფილების უფროსი, ნინელი ჭითანავა-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, ლაშა ჯიქია-ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, ნუგზარ მალაშხია-ზუგდიდდასუფთავების უფროსი, ნათია ჯგუშია-გაზეთ „ეგრისის მაცნეს“ რედაქტორი, ტელეკომპანია „ოდიშის“ და Livepress.ge-ის ჟურნალისტები.
ღონისძიების დასასრულ, სიტყვით გამოვიდნენ დ.გაბედავა, რ. ხაინდრავა, თ. ბასილაია. მათ ისაუბრეს ბიბლიოთეკისა და წიგნის როლზე საზოგადოების განვითარებაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ბიბლიოთეკის როლი ამ საქმეში და რა წარმატებით ახორციელებს ის თავის საქმიანობას.
წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზია-ZugdidilibTV ამზადებს რეპორტაჟებს ბიბლიოთეკის ღონისძიებებზე, სტუმრებზე. შესაფერისი აპარატურის უქონლობის გამო გვაკლია ხარისხი, რასაც აუცილებლად დავძლევთ. ნაჩვენები იქნა სხვადასხვა დროს გადაღებული ინტერვიუები ჩვენი ბიბლიოთეკის სტუმრებთან, ცნობილ ადამიანებთან.
http://radioatinati.ge/news/article/ზუგდიდი-2/