ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზის თანამშრომლების თაოსნობით გადაწყდა ბიბლიოთეკის მკითხველებისა და დაინტერესებული პირებისათვის ზურაბ ცხონდიას საჯარო ლექციების კურსის ჩატარება.
ორი თვის მანძილზე, ყოველ პარასკევს, ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველები და დაინტერესებული პირები ისმენდნენ ჩვენი ბიბლიოთეკის საპატიო მკითხველის, ჟურნალისტის, ბატონ ზურაბ ცხონდიას საჯარო ლექციებს თემაზე-ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიული ეპიზოდები.

თავის ლექციებში ზურაბ ცხონდიამ ისაუბრა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოღვაწეებზე. ესენია:ცოტნე დადიანი, ნიკო ნიკოლაძე, სოლომონ დოდაშვილი, ვაჟა-ფშაველა, შალვა ნუცუბიძე, გოეთე, ჰიუგო და სხვა.
ზურაბ ცხონდიას ლექციების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა ადგილობრივმა ტელევიზიამ-„ოდიშმა“.
ლექცია-საუბრები მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმშიც.
განსაკუთრებულად დიდი იყო ახალგაზრდების ინტერესი, მათ გამოთქვეს სურვილი ასეთი ლექციების გაგრძელებისა.