четверг, 13 сентября 2012 г.

ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი ზუგდიდში

      11 სექტემბერს   ელექტრონული განვითარების სინდიკატს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა შემოურთდა.  ეროვნული  ბიბლიოთეკის პროექტ „ელექტრონული სინდიკატის“  ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურმა  ბიბლიოთეკამ   უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას.
     გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ორივე მხარის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი-გიორგი კეკელიძემ(ეროვნული  ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი) და მანანა გვარამიამ(ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი).

     რას ითვალისწინებს  ``ელექტრონული განვითარების  სინდაკატი?`` ეს ნათლად ჩანს ქვემოთ  მოცემულ დოკუმენტში
        ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ზუგდიდის ბიბლიოთეკას კომპიუტერი და წიგნები გადასცა.
 

   მემორანდუმის თანახმად დაიგეგმა არაერთი მასალის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ურთიერთთანამშრომლობის გზით დაიგეგმა ერთიანი ელექტრონული, ბიბლიოთეკათშორისი, ინტრანეტული ქსელის შექმნა  და ტექნიკური გამართულობა.
ზუგდიდელ კოლეგებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორ-გიორგი კეკელიძე და  ესაუბრა  პროექტ-„ელექტრონული განვითარების სინდიკატის შესახებ“.
      ეროვნული ბიბლიოთეკის  მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ და  პლაკატისა და ესტამპის განყოფილების უფროსმა რუსუდან ასათიანმა  საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები გააცნეს,  კერძოდ,  ეკონომიკის, სამართლის, ლექსიკონების  და სხვა კოლექციები,

 


 ასევე  ისაუბრეს ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელის(www.dspace.nplg.gov.ge) კოლექციებზე-1.გაზეთების ფონდი,  2. ფოტოფონდი  და 3.პროექტი-„წარსულთან შეხვედრა“,  ისაუბრეს ქართული სამეცნიერო, მხატვრული და პერიოდული გამოცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე.

   ფოტოკოლექცია „წარსულთან შეხვედრა“  ყველა დაინტერესებულ პირს ექსკლუზიურად სთავაზობს საქართველოს ოჯახებში დაცულ უნიკალურ ფოტოებს. ქალბატონმა რუსუდანმა აღნიშნა, რომ დღეიდან ჩვენი ბიბლიოთეკაც ამ პროცესის მონაწილე  ხდება და თითოეული ჩვენგანი მონაწილეობას მიიღებს ამ ციფრული ბიბლიოთეკის შექმნაში.

      ჩვენს ოჯახებში დაცული ძველი ფოტოები `` ახალი სიცოცხლით``  განთავსდება  ინტერნეტში და ფართო საზოგადოებისათვის გახდება ხელმისაწვდომი. ნებისმიერ დაინტერესებულ  პირს შეუძლია ელექტრონულ არქივში დაცული სიახლეების გამოწერა.
    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა შეუერთდა ერთიანი საბიბლიოთეკო ელექტრონულ სივრცის შექმნის პროცესს და აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საინფორმაციო ბაზების განვითარებისა და მკითხველისათვის ხელმისაწვდომობის გზით.