суббота, 23 июня 2012 г.

„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა


        ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკისა(დირექტორი-მანანა გვარამია) და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის(დირექტორი-ნინელი ჭითანავა)  ინიციატივით მოეწყო „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა.  წლევანდელი ღონისძიების დევიზია „ჩემი კარგი ვეფხისტყაოსანი“.
       „ვეფხიტყაოსნის“ კითხვის მარათონში  მონაწილეობა მიიღო  ნებისმიერმა მსურველმა-ჩვენი ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა(ოდიშის, ნარაზენის, ინგირის, ჩხორიის და სხვ.)  სტუდენტებმა, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანებმა.

   
   

      განსაკუთრებით ემოციური იყო რამდენიმე მონაწილის-ამჟამად უმუშევარი ქალბატონის-ზინაიდა ბეჭვაიას,  შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის დირექტორის-მაია კალანდიას, ცოტნე დადიანის დარბაზის წევრის-გიორგი გობეჩიას,  „ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანის ავტორის-კაკა ჟვანიას შვილიშვილის-ირაკლი ჟვანიას  გამოსვლა.
ზ. ბეჭვაია

ი. ჟვანია

მ. კალანდია
გ. გობეჩია
    ბულვარში პოემის სიყვარულმა  ასობით  ადამიანი შეკრიბა, გამვლელ-გამომვლელი გვერდს ვერ უვლიდა იქაურობას და ისმენდა  ქართველთა საგანძურის ბრწყინვალე სტრიქონებს.


      „ვეფხისტყაოსნის” კითხვის დღე ყოველწლიურად იმართება.
      ამ ტრადიციას საფუძველი მწერალმა დათო ტურაშვილმა და პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა საფუძველი შვიდი წლის წინ ჩაუყარეს.  იდეის განხორციელებისკენ დავით ტურაშვილს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სერვანტესის სახალხო კითხვის დღის აღნიშვნამ უბიძგა, რომელიც ყოველწლიურად წიგნის საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს იმართება და მასში მონაწილეობას ათასობით ესპანელი და უცხოელი სტუმარი იღებს.
       საჯარო კითხვის დღეს ყველა მსურველს საშუალება ეძლევა, შოთა რუსთაველის პოემა ხმამაღლა წაიკითხოს.
      ზუგდიდში პოემის საჯარო კითხვა მეორედ ჩატარდა. იგი ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია აბონემენტის განყოფილების გამგე-ინგა ქარჩავა, რომელმაც შესავალი სიტყვით გახსნა ღონისძიება და ასპარეზი  სპეციალური ემბლემით დამშვენებულ მკითხველებს გადასცა.
ინგა ქარჩავა
      ასევე გამოიფინა „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა წლის გამოცემები და ლამაზად გაფორმებული აფორიზმები.

წელს ბიბლიოთეკას, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია,  შეუერთდა მოსწავლე-ახალაგაზრდობის სასახლე.
მანანა გვარამია და ნინელი ჭითანავა
სასახლესთან არსებულმა ხალხური სიმღერისა და ცეკვის  ფოლკლორულმა ანსამბლმა თავისი შემოქმედებით გაამრავალფეროვნა საღამო, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი
     
     ღონისძიებას აქტიურად დაუჭირეს მხარი ბიბლიოთეკისა და სასახლის  თანამშრომლებმა. დასასრულ, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.





четверг, 7 июня 2012 г.

საჩუქარი ბიბლიოთეკას



      centralur biblioTekaSi  miRebul iqna axali wigni ,,xma mdumareTa~, romelic  saCuqrad gadmogvca Zaladobisgan dacvis erovnulma qselma.
Aწიგნის avtori da  adaptirebuli kiTxvarebis  Semdgenelia helve kase, qarTuli gamocemis redaqtori da koreqtori-diana miqaZe.
wignze muSaobdnen nato SavlayaZe, eliso amirejibi da sxv. Gis gamoica estoneTis Ria sazogadoebis institutis licenziiT, proeqtis ,,saqarTvelos administraciuli SesaZleblobebis gaumjobeseba ojaxSi Zaladobis prevenciisa da msxverplTa dasaxmareblad~ farglebSi.
    msoflioSi ar arsebobs saxelmwifo, sadac ar iyos ojaxSi Zaladoba. Am mxriv arc saqarTveloa gamonaklisi. Yyველაზე დიდი safrTxe am mxriv qals emuqreba. იქაც კი sadac amas naklebad elis adamiani, მაგ.—sakuTar saxlSi, Tavdamsxmelebi SeiZleba iyvnen megobrebi, axlobeli adamianebi, ojaxis wevrebi da a. S.
   wigni Sedgeba sami nawilisagan. Ppirveli nawili Sedgeba interviuebisagan, romelSic Zaladobis msxverplni TviTon  mogviTxroben TavianT Tavze.
  meore nawili praqtikos eqspertebis  interviuebisagan Sesdgeba,romelebic TavianTi saqmis profesionalebi arian da yoveldRiur saqmianobaSi  uSualod exebian Zaladobis msxverplebs.
   mesame nawilSi warmodgenilia ojaxis Zaladobis sferoSi moRvawe wamyvani mecnierebis statiebi, romlebic xsnian qalTa mimarT Zaladobas, rogorc socialur movlenas.