вторник, 24 апреля 2012 г.

ბიბლიოთეკის კვირეულის გახსნა

                ბიბლიოთეკის კვირეულის გახსნა


        23 აპრილს, 15:00საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და მკითხველებმა ბიბლიოთეკების კვირეულის გახსნა ქუჩაში აქციით აღნიშნეს.
       ბიბლიოთეკების კვირეული ყოველწლიურად იმართება და ის, ტრადიციულად, 23 აპრილს-წიგნის საერთაშორისო დღეს იწყება. 
      ზუგდიდის ცენტრალური  ბიბლიოთეკა ჩვენი ქვეყნის  სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებთან ერთად აქტიურად აღნიშნავს ბიბლიოთეკების კვირეულს.  
       2012 წელი  ჩვენი ბიბლიოთეკის საიუბილეო წელია. ამ თარიღთან დაკავშირებით შემუშავდა სპეციალური ემბლემა, რომელიც ამშვენებდა აქციის თითოეულ მონაწილეს.

       ტრადიციად იქცა კვირეულის გახსნა ღია ცის ქვეშ მკითხველებთან   შეხვედრით.  აქციაში აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველები: ნ. წულაია,  ნ. ჯალაღონია,  ლ. ფარცვანია,  ს. როგავა,  ლ. ალანია, ნ. სიჭინავა,  გ. ჭეჟია,  ლ. ნაჭყებია.
კომბლე აქციაზე
ზორო, თუთიყუში და კარლსონი
მეფე, ზორო და კომბლე აქციაზე
 წელს ბიბლიოთეკის კვირეულის გახსნა თეატრალიზებული წარმოდგენა იყო, რომელიც ზუგდიდის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. 


ნაცარქექია აქციაზე
წითელქუდა აქციაზე
       წიგნების პერსონაჟთა, ზღაპრის გმირთა ფორმებში გამოწყობილმა ნორჩმა მკითხველებმა ბიბლიოთეკარებთან ერთად  გამვლელებს დაურიგეს ბიბლიოთეკის ბუკლეტები, კვირეულის პროგრამა, მოიწვიეს  კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. 




       საყვარელი ზღაპრის გმირების ხილვამ განსაკუთრებით პატარების სიხარული გამოიწვია. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში წითელქუდა, თუთიყუში, მეფე, ზორო, პრინცესა, კომბლე, პეპი გრძელიწინდა, ნაცარქექია, კარლსონი ეპატიჟებოდნენ მათ ბიბლიოთეკაში.  
      ერთ-ერთ  მონაწილეს-„პატარა ზოროს“(ლუკა ალანია) აქციაზე ესტუმრნენ მისი თანასკოლელები-მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები.(მასწავლებლები-ანა ქირია და ლალი ფიფია). 


   ბიბლიოთეკა პატარებს ტკბილეულობით გაუმასპინძლდა.
      დასასრულ,  ბიბლიოთეკარებმა და მკითხველებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.




четверг, 19 апреля 2012 г.

სიახლე

      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სიახლეა. გთავაზობთ ახალ სერვისს-ბიბლიოთეკაში შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხე, სადაც გვაქვს ახალი წიგნები  და  დაინტერესებული პირები მიიღებენ ფინანსურ მენეჯმენტთან  დაკავშირებულ შემდგომი სახის მომსახურებას: ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების პროექტების შედგენის, განხილვის, მიღების, შესრულების, ანგარიშებისა და შიდა აუდიტის ჩატარების თაობაზე, ასევე ცნობებს ახალი ნორმატიული აქტების, მოქმედი ნორმატიული აქტების, მოქმედ ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებებისა და სხვა მასალების შესახებ.
  
     აგრეთვე შეეძლებათ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული ზეპირი და სატელეფონო საკონსულტაციო კომენტარებისა და განმარტებების მიწოდება.
       ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო საბიუჯეტო საქმიანობაში დანერგილი სიახლეების მოკვლევა და მიწოდება.
       ბიბლიოთეკას მიეწოდა აკინძული ფორმატით  წიგნის სახით თანდართული სარჩევითა და თემატურად დალაგებული.  შემოსულია სულ 3 ტომი.
       ქვემოთ გთავაზობთ წიგნების სარჩევებს, სრულყოფილად და ნათლად რომ მიიღოთ წარმოდგენა წიგნებში მოცემულ საკითხებზე.
    წიგნის  XIII ტომი







წიგნის XIV  ტომი







     წიგნის XV ტომი

     











წიგნის XVI ტომი














წიგნის  XVII  ტომი










ტომის ბოლოს საუბარია ჩვენი ბიბლიოთეკის აქტუალურ თაოსნობაზე-ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხის შექმნაზე.