вторник, 27 декабря 2011 г.

ახალი წიგნები

   ბიბლიოთეკაში მიღებულია ახალი დისკები:




   1.  ვაჟა-ფშაველა(შედგება  ორი ფირფიტისაგან,  I-ში შესულია  ვაჟას პოეზია და პოემა „ალუდა ქეთელაური“;  II ფირფიტაში კი-„სტუმარ-მასპინძელი“.


http://www.youtube.com/watch?v=XEJ2aJu7x10


   2. გალაკტიონ ტაბიძე(პოეზია)


http://www.youtube.com/watch?v=qhTjBRpa94Y&feature=related

     დისკები დამუშავებულია  „ სანოს“-სტუდიაში


     პროდიუსერები-მერაბ  სანოძე, გიორგი ხარაბაძე
     პროექტის კოორდინატორი-დავით ქემხაძე
     მხატვარ-დიზაინერი-კოტე ჯაფარიძე
     ხმის რეჟისორი-ალეკო ბერძენიშვილი
     კომპიუტერული გრაფიკა-დავით კიკნაძე


კითხულობს გოგი ხარაბაძე.


     დაინტერესებულ მკითხველს აღნიშნული დისკებით მოემსახურება ავტომატიზაციის კაბინეტი.








пятница, 23 декабря 2011 г.

ჩემი წუთისოფელი

   2011 წლის 21 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  განხორციელდა ლიტერატურული პროექტი-„ჩემი წუთისოფელი“,  რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი კლასიკოსის ვაჟა-ფშაველას  დაბადებიდან 150-ე წლისთავს.
    ძნელია ერთი თვალის გადავლებით შეაფასო ის მდიდარი შემოქმედებითი  საგანძური, რომელიც ვაჟას გენიამ დაგვიტოვა. მისი პოემები, ლექსები  და  მოთხრობები აღებენ დიდი და ვრცელი  სამყაროს კარს, საიდანაც ჩვენს წინ გადაიშლება ცხოვრება აუარებელი ადამიანისა, მრავალი თაობისა. აქ არიან ჩვენი შორეული  წინაპრებიცა და ვაჟას თანამედროვენიც-მე-19 საუკუნის ადამიანები, აქ არის მთელი საქართველო თავისი მომხიბლველი ბუნებით, ყოფით, თავისი ჭირითა და ლხინით.


   








საღამოზე მონაწილეებმა  ჩვენს თვალწინ კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ვაჟას მარადი შემოქმედება-მისი პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა, მოგონებები  მთის არწივზე. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კადრების ფონზე გაისმოდა-„სიტყვა ეული“  და   „დამსეტყვე ცაო“,  „ღამე მთაში“  და  „იას უთხარით  ტურფასა“,  ჩემი ვედრება“ და  „რამ შემქმნა ადამიანად“...  თამარ და გულქან  რაზიკაშვილების, ალექსანდრე მიქაბერიძის,  დავით კლდიაშვილის მოგონებები...


  პროექტის ავტორია აბონემენტის განყოფილების გამგე-ინგა ქარჩავა
                                                                                                                            პროექტში მონაწილეობდნენ ბიბლიოთეკის  მკითხველები-ირაკლი გულუა,  ესმა გაბისონია,  კესო გეჯუა.         


    

    პრეზენტაცია მოამზადა   ავტომატიზაციის კაბინეტის ხელმძღვანელმა-ირმა კვირკვიამ.



    დამსწრე საზოგადოებას, მოწვეულ სტუმრებს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია. 


   



















    ღონისძიებას ესწრებოდნენ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-ლევან კონჯარია, საკრებულოსა  და  გამგეობის აპარატის თანამშრომლები, პრესის, ტელევიზიის, ბიბლიოთეკისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. 






    საღამოს დასასრულ დამსწრე საზოგადოება მიწვეულ იქნა ლანჩზე.