суббота, 29 марта 2014 г.

ბიბლიოთეკის ელექტრონული სერვისების წარდგინება

          დღეს, როცა ჩვენი საზოგადოება ინფორმაციაზეა ორიენტირებული, ბიბლიოთეკას, როგორც ცოდნისა და ინფორმაციის საცავს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ის არა მარტო საცავი უნდა იყოს, არამედ აკადემიურ გარემოში უნდა გახდეს ცოდნის გაფართოების სტიმულატორი. ბუნებრივია, გაჩნდა მიზანი, რომ შეგვეძლოს  მკითხველისათვის თანამედროვე სერვისების შეთავაზება, შევქმნათ  მრავალმხრივი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები, რომელშიც ინტეგრირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგია. 
      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა უკვე ათეულ წელზე მეტია თავის მუშაობაში ნერგავს და ავითარებს ახალ ტექნოლოგიებს, ამჯერად ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას ავტომატიზაციის განყოფილება უწევდა.   განყოფილების გამგემ-ირმა კვირკვიამ პრეზენტაციაზე წარმოადგინა ბიბლიოთეკის ელექტრონული სერვისები-ელექტრონული კატალოგი, ციფრული ფოტოკოლექცია,  ვებგვერდი, ინტერნეტელევიზია, ბლოგი.
სლაიდების საშუალებით ახსნილ იქნა ჩვენი სერვისების  ნახვა, გამოყენება.
    აღსანიშნავია, რომ   ჩვენს  მოსახლეობას, ჩვენს მკითხველებს   ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის  კატალოგების ონლაინ გამოყენების საშუალება აქვთ.  მათ სახლიდან გაუსვლელად ჩვენი ვებგვერდიდან, მარტივი და გასაგები ელექტრონული  ძიებით შეუძლიათ   გაიგონ მათთვის სასურველი წიგნი არის თუ არა ბიბლიოთეკაში.  დამთავრებულია   ავტომატიზაციის განყოფილების, ამერიკული კუთხის, ბავშვთა ოთახისა და საბავშვო განყოფილების წიგნადი ფონდის კატალოგიზაცია.   მიმდინარეობს აბონემენტისა და დარბაზის განყოფილებების  ფონდების კატალოგიზაცია, რომელიც რიცხობრივი სიმრავლისა გამო მეტ დროს საჭიროებს.  ამერიკულ კუთხესა და ავტომატიზაციის განყოფილებაში  მიმდინარეობს მკითხველთა  ცირკულაცია-ელექტრონული გაფორმება-აღრიცხვა. 
    დიდი ინტერესი მოჰყვა ასევე ახალი სერვისის-ციფრული ფოტოკოლექციის გაცნობას.  ვმონაწილეობთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტში-„წარსულთან შეხვედრა“.  გვაქვს ჩვენი Dspace- ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ფოტოკოლექცია, რომელიც პერიოდულად მდიდრდება მკითხველების მიერ მოწოდებული ძველი ფოტოებით. 
      ყველა ოჯახში ინახება ფოტოალბომები, რომელშიც აისახება ამ ოჯახის წევრთა წარსული. ეს ფოტოები საზოგადოებისათვის ფრიად მნიშვნელოვანია და მათი მოძიებითა და ინტერნეტში განთავსებით ჩვენ უკეთ გავაცნობთ სრულიად საქართველოს და მსოფლიოს ჩვენს მხარეს და მომავალ თაობებს შევუნახავთ ისტორიას. ამიტომაც შემოგვიერთდით, მოიძიეთ და მოგვაწოდეთ ფოტოები თქვენი საოჯახო ალბომებიდან. 
კოლექციაში ყველაზე ძველი ფოტო დათარიღებულია  1938წლით.

    სურათზე ზუგდიდში პირველი სახანძრო მანქანის ფონზე დგანან ზუგდიდელი მეხანძრეები. მძღოლთან ერთად, კაბინაში ზის 4 წლის ბავშვი - ნელი გუნავა, ფოტო მისი საოჯახო ალბომიდანაა. სურათის შესახებ ისაუბრა ბიბლიოთეკის დირექტორმა-მანანა გვარამიამ.

    ეს კი ზუგდიდელი ფოტოგრაფის აკაკი ყუფუნიას  კოლექციიდანაა და მასზე გამოსახულია მსოფლიო ჩემპიონის ანატოლი კარპოვის ვიზიტი ზუგდიდში.
დღესდღეობით 27-მა ადამიანმა მოგვაწოდა ფოტოები, ანუ  27 მფლობელი ირიცხება ჩვენს კოლექციაში,  სულ კოლექცია მოიცავს 258 ფოტოს, მათ შორის ყველაზე დიდი  რაოდენობით სურათები მოგვაწოდეს გია ტუღუშმა, ნუგზარ მალაშხიამ და აკაკი ყუფუნიამ. ნ. მალაშხია  თავის სიტყვაში აღნიშნა ამ კოლექციის მნიშვნელობა,  როგორ  დაინტერესდნენ მისით ქართველი ემიგრანტები. 
განყოფილების ხმოვანი დისკები მკითხველებს წარუდგინეს ჩვენმა მკითხველებმა, ქალაქისა და რაიონის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ესენია:
1. ვახტანგ ნანავა(I საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე) 
2. თამუნა ხუბუტია (I საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე)
3. ნათია კუკავა(ცაიშის საჯარო სკოლის  X კლასის მოსწავლე)
4. ლევან ქანთარია(ფრანგულ-ქართული სკოლა-ლიცეუმის   X კლასის მოსწავლე)
5. მარიამ კუკავა( (I საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე) 
6. მარიამ აქუბარდია(II  საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე) 
ბავშვებმა დაარიგეს  ავტომატიზაციის განყოფილების ბუკლეტები და ბიბლიოთეკის ელსერვისების ფლაერები.
     ღონისძიებას ესწრებოდნენ  ადგილობრივი გამგეობისა და  და საკრებულოს წარმომადგენლები-დარეჯან გაბედავა-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ბასილაია -ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი,  რევაზ ხაინდრავა-სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, სპორტისა და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თამუნა შონია-საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, გულისა ჩიქობავა-კულტურის განყოფილების უფროსი, ნინელი ჭითანავა-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი,  ლაშა ჯიქია-ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, ნუგზარ მალაშხია-ზუგდიდდასუფთავების უფროსი, ნათია ჯგუშია-გაზეთ „ეგრისის მაცნეს“ რედაქტორი,  ტელეკომპანია „ოდიშის“ და Livepress.ge-ის ჟურნალისტები.
   ღონისძიების დასასრულ,  სიტყვით გამოვიდნენ დ.გაბედავა, რ. ხაინდრავა,     თ. ბასილაია. მათ ისაუბრეს ბიბლიოთეკისა და წიგნის როლზე საზოგადოების განვითარებაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ბიბლიოთეკის როლი ამ საქმეში და რა წარმატებით ახორციელებს ის თავის საქმიანობას.

წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზია-ZugdidilibTV ამზადებს რეპორტაჟებს ბიბლიოთეკის ღონისძიებებზე, სტუმრებზე.  შესაფერისი აპარატურის უქონლობის გამო  გვაკლია ხარისხი, რასაც აუცილებლად დავძლევთ.  ნაჩვენები იქნა სხვადასხვა დროს გადაღებული ინტერვიუები ჩვენი ბიბლიოთეკის სტუმრებთან, ცნობილ ადამიანებთან.





http://radioatinati.ge/news/article/ზუგდიდი-2/

вторник, 18 февраля 2014 г.

ბიბლიო-2013

     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ყოველწლიურად  აჯამებს თავის მუშაობას და   ანგარიშით წარსდგება  მკითხველისა და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე,  ავლენს საუკეთესო მკითხველს, ბიბლიოთეკარს, განყოფილებას.  ღონისძიების სლოგანი ზუსტად გამოხატავს მის მიზნებს- „წაიკითხე ბევრი წიგნი, გახდი ჩვენი რჩეული“.  ღონისძიებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და  წელს მესამედ   ჩატარდა.   იგი   ემსახურება ბიბლიოთეკისა და მკითხველის ურთიერთკავშირის გაძლიერებას, მკითხველის დაინტერესებას ბიბლიოთეკით, მათ წახალისებას, წიგნისა და ბიბლიოთეკის  პოპულარიზაციას.

    ბიბლიო-2013 გახსნა  და  მას  გაუძღვა დირექტორის მოადგილე-ლარისა როგავა. შემდეგ სიტყვით გამოვიდა  ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია.
  მან ისაუბრა   წლის განმავლობაში  ბიბლიოთეკაში ჩატარებული მუშაობის შესახებ, ასევე მკითხველთა   გაუმჯობესებული მომსახურებისათვის დანერგილი სიახლეების შესახებ. მან აღნიშნა, რომ   წლის განმავლობაში ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  65 ათასამდე ბეჭდური ლიტერატურა გაიცა 6 ათასამდე მკითხველისთვის.  „სისტემატიური ხასიათი აქვს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსებასაც“,-განაცხადა მანანა გვარამიამ და დასძინა, რომ 2014 წლისთვის ბიბლიოთეკის ბიუჯეტი 140 ათასი ლარით გაიზარდა.
    თავიანთი მოკლე ანგარიშით  გამოვიდნენ  სხვადასხვა განყოფილების გამგეები, კერძოდ, ინგა ქარჩავა(აბონემენტის განყოფილების გამგე), ნანი სიჭინავა(დარბაზის განყოფილების გამგე),  დოდო კუხალეიშვილი(საბავშვო განყოფილების გამგე) და ირმა კვირკვია(ავტომატიზაციის განყოფილების გამგე). მათ ისაუბრეს თავიანთ განყოფილებებში ჩატარებული მუშაობის შესახებ.
ამის შემდეგ დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი.  განყოფილებების მიხედვით დასახელდნენ წლის საუკეთესო მკითხველები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით. 2013წელს ასეთი 52 მკითხველი იყო.
        2013წლის საუკეთესო მკითხველები 
დარსანია ნათია,    სამუშია ბაია,  ბელქანია მიმოზა,    ფირცხელიანი ავთანდილი, ანთია დომენტი,    დამენია მარინე,  ეხვაია გრიშა,   აქუბარდია მარი, ბულია პაატა,   ფუტკარაძე მარი, ლაგვილავა მაკარი, თოდუა ანანო, გამსახურდია ნანა,   ბელქანია ნინო,  გარდავა ნინო,  ხორავა ილია, ქარაზანაშვილი ნანა,   ქვარაია ლიმერი,  ღულათავა სალომე,  თოდუა მაია, გორდულავა მაია,   შკურო გურამი,  ჩანგელია ელენე,  გაგუა გიორგი, ჩიხლაძე ანა,   თოლორაია ნიკოლოზი, ხურცია დიმა,  ქობალია გულიკო, ჩხაიძე ეკა,          ბერულავა  მერი,  გულუა ირაკლი,  შარაშია თამუნა,  ალანია ანი,   გულორდავა გიორგი,  შენგელია დიმიტრი,  შეროზია  ნუნუკა,  სამელია ინგა,   გაბისონია იზა, სვირავა ნანა,  სოსელია გიორგი, შურღაია ირაკლი,  სამუშია მარინა, ელეფტერიადი  ნანა, ძიმცეიშვილი ლიზი,  ლაშხია ლაზარე,   ღვინჯილია სალომე,  ფაცია თიკო,  ჟვანია თამუნა, ამანათიძე ირაკლი,  გულუა სოფო,    თოდუა მარი,  ფარცვანია სესილი.                      
   წლის საუკეთესო მკითხველის ტიტული ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიცა.

  ბიბლიო-2013-ზე  მკითხველებთან ერთად  ბიბლიოთეკარები და  განყოფილებებიც დაჯილდოვდნენ.
      წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარები გახდნენ ირმა კვირკვია-ავტომატიზაციის განყოფილების გამგე და ინგა ქარჩავა-აბონემენტის განყოფილების გამგე.
       სიგელები გადაეცათ  დარბაზის განყოფილების გამგეს-ნანი სიჭინავას,  დარბაზის განყოფილების მთავარ სპეციალისტებს-ზეინაბ მორგოშიასა და ქეთინო ფონიავას  დარბაზის რეაბილიტაციაში გაწეული ღვაწლისათვის.  საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების გამგე-ციალა ფაცაცია დაჯილდოვდა ბარათული საინფორმაციო ბაზის შექმნაში გაწეული ღვაწლისთვის.
     სიგელები გადაეცათ  განყოფილებებს-საბავშვო განყოფილება დაჯილდოვდა საბიბლიოთეკო საქმეში გაწეული ღვაწლისთვის(განყოფილების გამგე-დოდო კუხალეიშვილი), ტექნიკური სერვისის განყოფილება-საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის და ამერიკული კუთხე-აქტიური კლუბური საქმიანობისათვის. ხოლო სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალების საქმიანობის მიხედვით გამოირჩა ორი ბიბლიოთეკა და  სიგელები გადაეცათ კახა ჭითანავასა(ჭკადუაშის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი) და ლეილა ესართიას(კოკი-ხურჩას სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი).

    ბიბლიო-2013  გაალამაზეს  ჩვენმა მკითხველებმა.  მათ  სტუმრებისთვის ლექსები წაიკითხეს, ასევე  მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე-გურგენ სართანია.  
  ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  ასევე სხვა  მოწვეული სტუმრებიც.  დარბაზში ხალხმრავლობა იყო.
დასასრულ, გაიმართა ალაფურშეტი, დაიჭრა  სადღესასწაულო  სიმბოლური ტორტი. 
 ბიბლიოთეკა აგრძელებს  საინტერესო ღონისძიებათა ციკლს და  აქტიურ მკითხველს უამრავ სიურპრიზს  ჰპირდება.


http://www.zugdidi-sakrebulo.ge/index.php?css=red.css&news=1&year=2014&month=2&date=2014-02-06&lang=geo#read_position