четверг, 19 апреля 2012 г.

სიახლე

      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სიახლეა. გთავაზობთ ახალ სერვისს-ბიბლიოთეკაში შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხე, სადაც გვაქვს ახალი წიგნები  და  დაინტერესებული პირები მიიღებენ ფინანსურ მენეჯმენტთან  დაკავშირებულ შემდგომი სახის მომსახურებას: ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების პროექტების შედგენის, განხილვის, მიღების, შესრულების, ანგარიშებისა და შიდა აუდიტის ჩატარების თაობაზე, ასევე ცნობებს ახალი ნორმატიული აქტების, მოქმედი ნორმატიული აქტების, მოქმედ ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებებისა და სხვა მასალების შესახებ.
  
     აგრეთვე შეეძლებათ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული ზეპირი და სატელეფონო საკონსულტაციო კომენტარებისა და განმარტებების მიწოდება.
       ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო საბიუჯეტო საქმიანობაში დანერგილი სიახლეების მოკვლევა და მიწოდება.
       ბიბლიოთეკას მიეწოდა აკინძული ფორმატით  წიგნის სახით თანდართული სარჩევითა და თემატურად დალაგებული.  შემოსულია სულ 3 ტომი.
       ქვემოთ გთავაზობთ წიგნების სარჩევებს, სრულყოფილად და ნათლად რომ მიიღოთ წარმოდგენა წიგნებში მოცემულ საკითხებზე.
    წიგნის  XIII ტომი







წიგნის XIV  ტომი







     წიგნის XV ტომი

     











წიგნის XVI ტომი














წიგნის  XVII  ტომი










ტომის ბოლოს საუბარია ჩვენი ბიბლიოთეკის აქტუალურ თაოსნობაზე-ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხის შექმნაზე.



среда, 18 апреля 2012 г.

ბიბლიოთეკების კვირეული ზუგდიდში

                                ბიბლიოთეკების კვირეული ზუგდიდში


      „საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული“  წარმოადგენს მთელი საქართველოს ყველა კუთხის ბიბლიოთეკების, ბიბლიოთეკარებისა და მათი „მეგობრების“ უნიკალურ ფორუმს. ამ დღეებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ჩატარდება საინტერესო შეხვედრები, პრეზენტაციები, გამოფენები, აქციები.
      ბიბლიოთეკების კვირეულები ხელს უწყობენ ბიბლიოთეკების საქმიანობის წარმოჩენას და მათი ღირსეული იმიჯის შექმნას, საინფორმაციო მომსახურების, განათლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განვითარებას.

     კვირეული ტარდება ყოველი წლის აპრილის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში  და საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება ეძლევა მივიდეს ბიბლიოთეკაში და მონაწილეობა მიიღოს ამ ფორუმში, გაეცნოს მისთვის საინტერესო საქმიანობებს.

 http://217.147.230.58/drup/?q=node/13

       ბიბლიოთეკების კვირეული გაიხსნება 23 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კვირეულის ძირითადი თემებია ელექტრონული ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის. 

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში აქტიურად  მონაწილეობდა  „საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეულის“ ფორუმში. ამ ფორუმის ფარგლებში წელსაც იგეგმება საინტერესო ღონისძიებები.

     გთავაზობთ ჩვენი ბიბლიოთეკის კვირეულის პროგრამას:



     ძვირფასო მკითხველებო, ბიბლიოთეკის მეგობრებო, უბრალოდ დაინტერესებულო პირებო,  გიწვევთ ჩვენთან! დაესწარით და მონაწილეობა მიიღეთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებებში.

      იპოვეთ თქვენი მომავალი ბიბლიოთეკაში!